თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სიგარეტის კონტრაბანდისთვის 15 ადამიანი მისცეს პასუხისგებაში, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
მიმდინარე წლის იანვარში საქართველოს ტერიტორიაზე გამოვლინდა უაქციზო სიგარეტის შენახვის, გადაზიდვისა და გაყიდვის 30 ფაქტი. დანაშაულში მხილებულ ადამიანებს აღმოუჩინეს სხვადასხვა დასახელების 30 ათასი კოლოფი უაქციზო სიგარეტი.
უაქციზო სიგარეტის საერთო ღირებულებაა 117 ათასი ლარი.
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის მე-200 მუხლით (მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია ან გადაზიდვა), რაც ოთხიდან ექვს წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.