დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე ორი პირია დაკავებული

© photo: Sputnik / Vitaly Ankov / გადასვლა მედიაბანკშიდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამართალდამცველების მიერ ამოღებული უაქციზო სიგარეტის საერთო საბაზრო ღირებულება 290 000 ლარს აღემატება.

თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის ბრალდებით ორი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კახეთის რეგიონში დანაშაულში მხილებული პირებისგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი სხვადასხვა დასახელების, საერთო ჯამში 75 ათასი კოლოფი უაქციზო სიგარეტი.

კონტრაბანდული საქონლის საბაზრო ღირებულება 290 ათას ლარს აღემატება.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის მე-200 მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.

ყველა ახალი ამბავი
0