რატომ გაუქმდა რეისი თეირანი-თბილისი

© photo: Sputnik / Vitaly Belousov / გადასვლა მედიაბანკშითვითმფრინავი
თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ირანულმა ავიაგადამზიდავმა სამგზავრო რეისი თეირანი-თბილისი გააუქმა, მაგრამ ამ გადაწყვეტილების მიზეზი არ დაუსახელებია

თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რეისი თეირანი-თბილისი გაუქმდა, იუწყება ტელეარხი Rustavi 2.

ჩინეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ტესტირება დაიწყო >>

ავიაკომპანია Taban Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი საქართველოს დედაქალაქში თბილისის დროით 17:15 საათზე უნდა დაშვებულიყო. რეისის გაუქმების გადაწყვეტილება თავად ავიაგადამზიდავმა მიიღო, თუმცა მიზეზები არ დაუსახელებია.

ირანის ხელისუფლებამ შაბათს განაცხადა, რომ გუშინდლიდან ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, სულ დაავადებულია 28 ადამიანი. ამ ვირუსით ირანში უკვე ხუთი ადამიანი გარდაიცვალა.

სახიფათო ვირუსი

ჩინეთის ხელისუფლებამ 2019 წლის 31 დეკემბერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ქალაქ უჰანში დაუდგენელი ტიპის პნევმონიის აფეთქების შესახებ აცნობა. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ საქმე აქვთ ახალ კორონავირუსთან.

ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო
ირანში კორონავირუსის გავრცელება საქართველოს მხრიდან შესაბამის ზომებს გამოიწვევს

ჯანმომ აფეთქება საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციად შეაფასა და მას ოფიციალური სახელწოდება მიენიჭა - COVID-2019.

დღეისათვის მატერიკულ ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით, COVID 2019–ით დაავადებულთა საერთო რაოდენობა 76 288 შეადგენს. აქედან ამ დროისათვის ავადაა 53 284 ადამიანი, მათ შორის 11 477— მძიმედ. გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოებიდან გაეწერა 20 659 პაციენტი, 2 345 კაცი გარდაიცვალა.

რაც შეეხება საქართველოს, აქ დაავადების შემთხვევა არ გამოვლენილა. სპეციალისტების მონაცემებით, საქართველო კვლავ რისკის მწვანე ზონაშია, ანუ ამ ვირუსის გავრცელების საშიშროება აქ დაბალია.

ახალი ტიპის პნევმონიის აფეთქების გამო საქართველომ ფრენები ჩინეთიდან დროებით შეაჩერა, ასევე აიკრძალა ცხოველების შემოყვანა ამ ქვეყნიდან. სასაზღვრო პუნქტებზე ხდება მოგზაურების შემოწმება. ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობაში აქტიურ საინფორმაციო კამპანიას ატარებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0