საქართველოს პარლამენტში მშობლიური ენის საერთაშორისო დღე აღინიშნა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliდედა ენის ძეგლი
დედა ენის ძეგლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში სახელმწიფო ენის დეპარტამენტი 2015 წელს შეიქმნა, მაგრამ სრულყოფილად მხოლოდ 2018 წელს ამოქმედდა.

თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. საქართველოს სახელმწიფო ენის დეპარტამენტმა ქართული და აფხაზური ენების ონლაინ–რეჟიმში შესწავლის პროექტი წარმოადგინა, ნათქვამია საქართველოს პარლამენტის საიტზე, სადაც დღეს მშობლიური ენის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

„დღეს არის 21 თებერვალი - მშობლიური ენის საერთაშორისო დღე და ეს ნიშნავს, რომ დღეს ყველა იმ ეროვნული უმცირესობების მშობლიური ენის დღეა, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ“, — განაცხადა  განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ გენადი მარგველაშვილმა ღონისძიებაზე.

მისი თქმით, მშობლიური ენის დღე ასევე ნიშნავს იმას, რომ „ეს  არის აფხაზეთის აფხაზური ენის დღე, ეს არის ოსური ენის დღე და ყველა იმ ეროვნული უმცირესობის ენის დღე, ვინც საქართველოში ცხოვრობს“.

მარგველაშვიმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს ეროვნული უმცირესობების მშობლიური ენის განვითარებას და დაეხმაროს მათ მშობლიური ენის არდავიწყებასა და მის შესწავლაში. 

კომპანია მაიკროსოფტი - Sputnik საქართველო
პირველად: ქართული ენა Microsoft-ის ყველა პლატფორმაზე ინტეგრირდება

„სახელმწიფომ აიღო სრული ვალდებულება იმისათვის, რათა ყველა ის ეროვნული უმცირესობა, რომელიც ჩვენი სახელმწიფოს მოქალაქეა, მისი ენა, მისი კულტურა, მისი განათლება, მისი მშობლიური ენის არდავიწყება იქნება მისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ვალდებულება. მინდა ყველამ იცოდეს, ქართული სახელმწიფო ყოველთვის იზრუნებს მათი ენების, კულტურის შენარჩუნებაზე.  ეს არის ჩვენი ვალი, რომელიც ისტორიული წარსულითაც არის გამყარებული, თავისი ტოლერანტული ბუნებიდან გამომდინარე და, ბუნებრივია, რომ ჩვენ ჩვენი წინაპრების, ჩვენი წარსულის დავიწყება, რა თქმა უნდა, არა გვაქვს“, — განაცხადა სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილმა, რომელმაც სახელმწიფო ენის დეპარტამენტის საქმიანობის 2019 წლის წლიური ანგარიში წარმოადგინა. 

ქართული ანბანი იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიტანეს>>

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ენის დეპარტამენტი 2015 წელს შეიქმნა, მაგრამ სრულყოფილად მხოლოდ 2018 წელს ამოქმედდა.

გიორგი ალიბეგაშვილმა ყურადღება გაამახვილა იმ სტრატეგიაზე, რომელზეც აქტიურად მუშაობს  დეპარტამენტი და ექვსი მიმართულება გამოყო: ენობრივი პოლიტიკის საკანონმდებლო ჩარჩოს სრულყოფა და ადმინისტრირება; სახელმწიფო ენის სწავლება, ნორმალიზაცია და სტანდარტიზაცია; აფხაზური ენის დაცვა და განვითარება ოკუპაციის პირობების გათვალისწინებით; ქართული ენისა და ქართველური ენობრივი მრავალფეროვნების მეცნიერული კვლევა და დოკუმენტირება, დაცვა; ენათა სიმრავლე და მოქალაქეთა ინტეგრაცია; ენის ტექნოლოგიების განვითარება.

მისი თქმით, ეს იქნება კონსტიტუციური დაცვა უფრო ფართო ფორმატში ყველა  ენისა, ვინაიდან სახელმწიფო ყოველთვის იზრუნებს ყოველი ენის შენარჩუნებაზე, რომელიც სახელმწიფოს ფარგლებშია.  

ამასთან, ღონისძიებაზე კომპანია ლინგვინგის წარმომადგენლებმა დავით ველიაშვილმა და ლეილა ავიძბამ შეკრებილთ ქართული და აფხაზური ენების დისტანციური სწავლების პროექტები  წარუდგინეს, რომლებიც ყველა დაინტერესებულ პირს ქართული და აფხაზური ენების ონლაინ რეჟიმში შესწავლის საშუალებას მისცემს.

ყველა ახალი ამბავი
0