სოფელ ყარაჯალარში ტაქსის მძღოლის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

© Sputnik / Olga Kiknavelidzeრუსთავის სასამართლო
რუსთავის სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაცვის მხარემ მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების ფორმად 10 ათას ლარიანი გირაოს გამოყენების შესახებ, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

თბილისი, 19 თებერვალი - Sputnik. რუსთავის საქალაქო სასამართლომ გარდაბნის რაიონის სოფელ ყარაჯალარში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ 23 წლის მამაკაცს პატიმრობა შეუფარდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 17 თებერვალს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარის მიმდებარე ტერიტორიაზე ტაქსის მძღოლს 65 წლის მამაკაცს სხეულზე სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა, შემდეგ კი, კვალის დაფარვის მიზნით, ცხედარი მოკლულის ავტომობილში მოათავსა, ავტომობილს ცეცხლი წაუკიდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პოლიციის ლენტი - Sputnik საქართველო
სოფელ ყარაჯალარში ტაქსის მძღოლი მოკლეს, მანქანა კი დაწვეს

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე დააკავეს.

მამაკაცი წარსულში ძარცვისთვის ნასამართლევია.

დაცვის მხარემ მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების ფორმად 10 ათას ლარიანი გირაოს გამოყენების შესახებ, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

პარალელურად, პროკურორის მოთხოვნით, ბრალდებულს ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდება, რადგან გამოძიება ეჭვობს, რომ დანაშაულის ჩადენის მომენტში ბრალდებული შეურაცხადი იყო, რადგან დანაშაულის სხვა რეალური მოტივი ამ ეტაპზე არ ვლინდება.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0