თბილისი, 17 თებერვალი - Sputnik. გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში დამწვარ ავტომობილში მამაკაცის ცხედარი იპოვეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი მოკლეს, მინდორში მიიყვანეს და ავტომობილს ცეცხლი წაუკიდეს.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
ამ ეტაპზე მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები უცნობია.