თბილისის ცენტრში სპორტული კომპლექსი აშენდება

გამოწერა
დედაქალაქის მერია ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობისთვის ინვესტორების მოძიებას უახლოეს პერიოდში დაიწყებს.

თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. თბილისში, ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე, სადაც ადრე ჩორბურთის კორტები არსებობდა, ახალი სპორტული კომპლექსი აშენდება, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ქალაქის მთავრობის სხდომაზე.

ვაკის პარკი - Sputnik საქართველო
ვაკის პარკში სასტუმროს ნაცვლად რესტორანი აშენდება? ინვესტორის შეთავაზება და მერიის რეაქცია

ჩოგბურთის კორტების ტერიტორია ცინცაძისა და ბახტრიონის ქუჩებს შორის მდებარეობს.

როგორც კალაძემ აღნიშნა, 2009 წელს აღნიშნული ტერიტორია ყოფილმა ხელისუფლებამ ყაზახ ინვესტორებს მიჰყიდა და იქ საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა იგეგმებოდა.

მერის სიტყვებით, გამართული მოლაპარაკებების შედეგად ინვესტორები დათანხმდნენ საკუთარი ობიექტების ადგილმდებარეობის შეცვლასა და აღნიშნული ტერიტორიის ქალაქისთვის დაბრუნებას. ახლა მერია ამ ტერიტორიის იმ ინვესტორისთვის მიყიდვას გეგმავს, რომელიც აქ სპორტულ კომპლექსს ააშენებს.

„აქ იქნება ოთხი ჩოგბურთის კორტი, ერთი ღია და ერთი დახურული საცურაო აუზი, სატრენაჟორო დარბაზები. აქ იქნება ცენტრი, რომლითაც ნებისმიერი ასაკის ადამიანი ისარგებლებს", – განაცხადა კალაძემ.

კახა კალაძემ ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძეს აუქციონის განახლებისთვის უმოკლეს დროში ყველა საჭირო დოკუმენტაციის მომზადება დაავალა.

 

ყველა ახალი ამბავი
0