კრიტიკოსი: გიორგი შენგელაია სსრკ-ში ძალიან პოპულარული რეჟისორი იყო

© photo: National Archives of Georgia / FBლიკა ქავჟარაძე და გიორგი შენგელაია
ლიკა ქავჟარაძე და გიორგი შენგელაია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილი ქართველი კინორეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი გიორგი შენგელაია თბილისში 83 წლის ასაკში გარდაიცვალა

თბილისი, 17 თებერვალი - Sputnik. რეჟისორმა გიორგი შენგელაიამ საქართველოსა და საბჭოთა კავშირში დიდი პოპულარობა მოიპოვა „ვერის უბნის მელოდიების“ გამოსვლის შემდეგ. ფილმი 1973 წლის გაქირავების აბსოლუტური ლიდერი გახდა. ამის შესახებ РИА Новости-ს რუსმა კინომცოდნე კირილ რაზლოგოვმა განუცხადა.

ცნობილი ქართველი კინორეჟისორი გიორგი შენგელაია გარდაიცვალა >>

ცნობილი ქართველი კინორეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი გიორგი შენგელაია თბილისში ორშაბათს 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.

„გიორგი შენგელაია - ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქართველი კინემატოგრაფიული დინასტიის წარმომადგენელია. მამამისი, ნიკოლოზ შენგელაია იყო რეჟისორი ფილმისა „26 ბაქოელი კომისარი“, დედა, ნატო ვაჩნაძე კი მუნჯი კინოს ერთ-ერთი გამორჩეული ვარსკვლავი, ძმა, ელდარ შენგელაია ასევე გამოჩენილი რეჟისორია. მუსიკალური ფილმის, „ვერის უბნის მელოდიების“ გამოსვლის შემდეგ, რომელიც 1973 წლის გაქირავების უპირობო ლიდერი გახდა, შენგელაია ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რეჟისორი გახდა. ამ ფილმს წინ უძღოდა სურათი უფრო მომზადებული პუბლიკისთვის, რომელიც ეძღვნებოდა მხატვარ ფიროსმანს. ფილმმა ახალგაზრდა კომპოზიტორის შესახებ კი ბერლინალეს პრიზი მიიღო“, - აღნიშნავს რაზლოგოვი.

კინომცოდნემ აღნიშნა, რომ შენგელაია უამრავი ადამიანის მეხსიერებაში დარჩება როგორც რეჟისორი, რომლის „პოპულარობა და ნიჭი იყო ცხადი როგორც სსრკ-ში, ისე მშობლიურ საქართველოში“.

რით დაამახსოვრა თავი მაყურებელს გიორგი შენგელაიამ?

გიორგი შენგელაია დაიბადა რეჟისორ ნიკოლოზ შენგელაიასა და ნატო ვაჩნაძის ოჯახში. დაამთავრა რუსეთის კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტი. 1961 წლიდან იყო კინოსტუდია „ქართული ფილმის“ რეჟისორი. ასწავლიდა თბილისის თეატრისა და კინოს ინსტიტუტში სარეჟისორო ფაკულტეტზე.

© photo: Sputnik / Rukhyan / გადასვლა მედიაბანკშიძმები ელდარ და გიორგი შენგელაიები
კრიტიკოსი: გიორგი შენგელაია სსრკ-ში ძალიან პოპულარული რეჟისორი იყო - Sputnik საქართველო
ძმები ელდარ და გიორგი შენგელაიები

შენგელაია არის ავტორი ფილმებისა „ვერის უბნის მელოდიები“, „ფიროსმანი“, „მიდიოდა მატარებელი“, „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა“, „ალავერდობა“, „მას მოკვლა არ უნდოდა“, „გოგონა საკერავი მანქანით“, „ხარება და გოგია“, „ორფეოსის სიკვდილი“ და სხვ.

გიორგი შენგელაიას ჯილდოებს შორისაა: ჩიკაგოს საერთაშორისო კინოფესტივალის „ოქროს ჰიუგოს“ პრიზი 1974 წელს და ვერცხლის დათვი საუკეთესო რეჟისურისთვის ბერლინის 36-ე კინოფესტივალზე 1986 წელს.

ყველა ახალი ამბავი
0