ცნობილი ქართველი კინორეჟისორი გიორგი შენგელაია გარდაიცვალა

© photo: courtesy of Giorgi Shengelaiaგიორგი შენგელაია
გიორგი შენგელაია - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი შენგელაია ავტორია ისეთი ფილმებისა, როგორებიცაა „ფიროსმანი“, „ვერის უბნის მელოდიები“, „სიყვარული ვენახში" და სხვ.

თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. ცნობილი ქართველი კინორეჟისორი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი, საქართველოს სახალხო არტისტი გიორგი შენგელაია 82 წლის ასაკში გარდაიცვალა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

გიორგი შენგელაია - Sputnik საქართველო
თბილისში გიორგი შენგელაიას ვარსკვლავი გაიხსნება

გიორგი შენგელაია 1937 წლის 11 მაისს რეჟისორ ნიკოლოზ შენგელაიასა და მსახიობ ნატო ვაჩნაძის ოჯახში დაიბადა. გიორგი შენგელაიამ დაამთავრა რუსეთის კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტი რეჟისორის სპეციალობით (1961, ალექსანდრ დოვჟენკოსა და მიხეილ ჭიაურელის კლასი), დიპლომი 1963 წელს დაიცვა. 1961 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში".

პირველი ფილმი „ალავერდობა" (1963) გადაიღო გურამ რჩეულიშვილის ამავე სახელწოდების ნოველის მიხედვით, 1969 წელს კი გადაიღო ფილმი „ფიროსმანი" მხატვარ ნიკო ფიროსმანაშვილის შესახებ.

გიორგი შენგელაია ასევე ავტორია ფილმებისა: „ვერის უბნის მელოდები“, „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა“, „ხარება და გოგია“, „ორფეოსის სიკვდილი“, „სიყვარული ვენახში“, „მაცი ხვიტია". თავად გადაღებულია ფილმებში: „ჩვენი ეზო“, „ოთარაანთ ქვრივი“, „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“ და სხვ.

1974 წელს გიორგი შენგელაია ჩიკაგოს საერთაშორისო კინოფესტივალზე ფილმისათვის „ფიროსმანი“ „ოქროს ჰიუგოთი“ დაჯილდოვდა. 1986 წელს ქართველმა რეჟისორმა საუკეთესო რეჟისურისთვის ბერლინის 36-ე კინოფესტივალზე „ვერცხლის დათვი“ მიიღო (ფილმისთვის „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა“).

 

ყველა ახალი ამბავი
0