სკანდალი საქართველოს პარლამენტში: ოპოზიცია შოთაძის წინააღმდეგ გამოდის – ვიდეო

© Sputnik / Vladimir Umikashviliაქცია პარლამენტთან
აქცია პარლამენტთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომა ოპოზიციის დეპუტატების მიერ მომზადებული პერფორმანსით დაიწყო.

თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც დეპუტატები გენერალური პროკურორობის კანდიდატს ირაკლი შოთაძეს მოუსმენენ.

დეპუტატების წინაშე კანდიდატის გამოსვლის წინ დარბაზში „ევროპული საქართველოს" წევრი ელენე ხოშტარია და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა გამოჩნდნენ. დეპუტატებს სახეზე აფარებული ჰქონდათ ნიღბები მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებით, ხელში კი ეკავათ ფურცლები პოლიტპატიმრების სახელებით.

„შეხედეთ ყურადღებით. თქვენ ამ ადამიანის მონა ხართ. გესმით?! თქვენ მისი მონა ხართ!" – მიმართა ხოშტარიამ შოთაძეს და ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებაზე მიუთითა.

ირაკლი შოთაძე - Sputnik საქართველო
დეპუტატების წინაშე ირაკლი შოთაძის გამოსვლა ოპოზიციის აქციის ფონზე გაიმართება

შოთაძის მისამართით გამოთქმული რიგი ბრალდებებისა და დეპუტატებისთვის პოლიტპატიმრების ფოტოების დარიგების შემდეგ ბოკუჩავამ და ხოშტარიამ სხდომათა დარბაზი დატოვეს.

ირაკლი შოთაძემ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ ოპოზიციის გამონათქვამებმა მას შეურაცხყოფა არ მიაყენა, რამდენადაც მსგავსი გამოხდომები პირველ რიგში მის ავტორებს შეურაცხყოფს.

შოთაძის კანდიდატურას საპროკურორო საბჭომ 10 თებერვალს კენჭისყრით მხარი დაუჭირა. საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე შოთაძის კანდიდატურის დამტკიცებასთან დაკავშირებით პარლამენტში კენჭისყრა მიმდინარე კვირის ბოლომდე გაიმართება.

მოქმედი კანონმდებლობით, პარლამენტი გენერალურ პროკურორს ექვსი წლის ვადით ირჩევს.

ყველა ახალი ამბავი
0