თბილისში ცხრასართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ

© Sputnik / Alexander Imedashviliახალშენები თბილისის გარეუბანში
ახალშენები თბილისის გარეუბანში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩარგლის ქუჩის მცხოვრებლები მერიაში შესატანად სარჩელს ამზადებენ, რომლითაც მოითხოვენ, რომ მესაკუთრის ფართის ადგილმონაცვლეობა მოხდეს

თბილისი, 16 თებერვალი - Sputnik. თბილისში, ჩარგლის ქუჩის  მოსახლეობამ აქცია გამართა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი. 

აქციის მონაწილეების განცხადებით,  შპს „რეგიალი“ ცხრასართულიანი კორპუსის აშენებას გეგმავს, რაც  მწვანე საფარის, საპარკინგე ადგილისა და თავისუფალი სივრცის განადგურებას გამოიწვევს, ასევე კორპუსი შექმნის მზის ენერგიის მიწოდების პრობლემას.

მშენებლობა - Sputnik საქართველო
თბილისში ყველა შემოწმებულ მშენებლობაზე დარღვევები აღმოჩნდა

გარდა ამისა, მოსახლეობა ამბობს, რომ ვიდრე კორპუსი აშენდება, უნდა მოიჭრას 32 ათასი კუბური მეტრი დახრილი ფერდობი, რაც მეწყრულ პროცესებს და მთის ჩამოშლას გამოიწვევს.

აღნიშნულთან დაკავშირებით ჩარგლის ქუჩის მცხოვრებლები მერიაში შესატანად სარჩელს ამზადებენ, რომლითაც მოითხოვენ, რომ მესაკუთრის ფართის ადგილმონაცვლეობა მოხდეს.

თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის განცხადებით, მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობისთვის სამშენებლოდ გამოყენების პირობები 2014 წლის სექტემბერში დამტკიცდა, რომლის მიხედვით, მესაკუთრემ მოითხოვა არქიტექტურული პროექტის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის გაცემა.

მათივე განცხადებით, არქიტექტურის სამსახურის მიერ მოთხოვნილი იქნა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ტრანსპორტზე ზემოქმედების შეფასების კვლევა. სატრანსპორტო სქემამ და ზეგავლენის შეფასებამ მიიღო დადებითი შეფასება ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში. შესაბამისად, 2019 წლის დეკემბერში შეთანხმდა არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა.

ყველა ახალი ამბავი
0