16 თებერვალს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

© Facebook / TBC Bankგუდაური
გუდაური - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეცანით 16 თებერვალს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

11-19 თებერვალი

ეს პერიოდი მერწყულის ნიშნის მესამე დეკადას განეკუთვნება.

© FB/ Zodiac Signsმერწყული
16 თებერვალს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები - Sputnik საქართველო
მერწყული

ამ პერიოდში დაბადებულთა ხასიათს იდუმალი მთვარე მბრძანებლობს, ამკობს მათ რიდით, მგრძნობიარობით, სიმართლით. მათთან ურთიერთობა სასიამოვნოა. ხანდახან სიჯიუტესა და უდრეკობას ამჟღავნებენ. მათი არსება გამუდმებით ეჭვებით ან დაუკმაყოფილებლობის გრძნობითაა სავსე.

მნიშვნელოვანი წლებია: 8, 16, 24, 32, 40, 42, 48, 56, 64, 72.

ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა წეროტურფა.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
მერწყული – რთული, ორიგინალური, თავისუფლებისმოყვარე – ზოგადი დახასიათება

ისინი გამოირჩევიან მოკრძალებითა და მომხიბლაობით, შესაშურია მათი შრომისმოყვარეობა, გამოირჩევიან ძლიერი ენერგეტიკით. ბუნებამ ისინი ფიზიკური ავადმყოფობებისა და სულიერი ჭრილობების განკურნების ნიჭით დააჯილდოვა. მათგან სტაბილურობისა და სიმშვიდის შეგრძნება მომდინარეობს.

16 თებერვალს დაბადებულები

16 თებერვალს დაბადებულები თამამი, კეთილი, გულწრფელი და დამოუკიდებელი, მიზანსწრაფული და შრომისმოყვარე ადამიანები არიან. განვითარებული ინტუიცია სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება. ამ დღეს დაბადებული მრავალი ადამიანი კულტურის სფეროში მოღვაწეობს. როგორც წესი, მათი ქორწინება წარმატებულია. მატერიალური მხარე კი ფულის განკარგვის მათ უნარზეა დამოკიდებული.

16 თებერვალს დაბადებულებს იმპულსურობა ახასიათებს. მათი სპონტანურობა გარშემომყოფებში გაკვირვებას იწვევს. არ უყვართ არაფერი სანახევრო - თუ მხიარულობენ - სიგიჟემდე, თუ იცინიან - ბოლომდე, თუ მღერიან - მთელი ხმით. თუმცა, ხანდახან ეს „საჩვენებელი" ცხოვრებაა, სითამამის უკან მერყევი, მორცხვი, ფაქიზი, დაკომპლექსებული პიროვნება იმალება.

ჩანჩქერი ანხელი - Sputnik საქართველო
2020 წლის ჰოროსკოპი - მერწყული

ამ დღეს დაბადებულები მთელ გულს უძღვნიან საქმეს, მეგობრებს, ბავშვებს და ღიზიანდებიან იმის გამო, რომ საკუთარ ინტერესებს ხანდახან თავიანთი იმიჯისა და ავტორიტეტის გამო ღალატობენ. მათთვის მარცხი კატასტროფის ტოლფასია, ხოლო სახალხო შეცდომა - მათ კლავს. შეუძლიათ გამოხატონ აუტანელი უხეშობა და საოცარი სინაზე. მათთვის უცხოა ოქროს შუალედი, ამიტომ მათთან ურთიერთობა მხიარულიცაა და ამავე დროს, საშიშიც. ამით აიხსნება ამ დღეს დაბადებულთა მარტოობა. მიუხედავად ყველაფრისა, ისინი სამყაროს პოზიტიურად აღიქვამენ, ბავშვებთან და ცხოველებთან ურთიერთობა მათ უზარმაზარ კმაყოფილებას ანიჭებს.

ჭირვეული ორსულები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>

16 თებერვალს დაბადებულები შესანიშნავი მშობლები არიან. მამაკაცებს ლიდერის თვისებები ახასიათებს, ქალები კი მუდამ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელთა ყურადღების ცენტრში არიან. ისინი ინტიმურ ურთიერთობებში მტკიცე კავშირის მომხრე არიან. ადამიანებთან ურთიერთობებში ისინი პატივს სცემენ სხვების პოზიციებს მიუხედავად მათი სოციალური მდგომარეობის, კლასისა თუ პოლიტიკური შეხედულებებისა. თუ ისინი საზოგადოებაში საკუთარი თვალსაზრისის მომხრეებს ვერ ნახულობენ, შეიძლება საკუთარ თავში ჩაიკეტონ.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ნიშნების ინტიმური შეთავსებადობა

ხანდახან ამ დღეს დაბადებულთა ინსტინქტი თავშეუკავებელი ხდება და გარშემომყოფებს მრისხანების სახით ატყდება. მიუხედავად კეთილშობილებისა, 16 თებერვალს დაბადებულების არაპროგნოზირებადმა ქმედებებმა შეიძლება გარშემომყოფებში უარყოფითი შეფასებები გამოიწვიოს, ამიტომ მათ უნდა აკონტროლონ თავიანთი ემოციები.

ჯანმრთელობა

16 თებერვალს დაბადებულები არცთუ კარგი ჯანმრთელობით გამოირჩევიან, ამიტომ ისინი ყურადღებით უნდა იყვნენ. მათ ხშირად აქვთ ქრონიკული დაავადებები. მათი სულიერი მდგომარეობა ძალზე მყიფეა, ამიტომ ფიზიკური სავარჯიშოები წაადგება როგორც მათ სხეულს, ისე სულს. მათი ხანგრძლივი ცხოვრების გარანტია სწორი დიეტა, რეგულარული სიარული, ზომიერი კვება, ალკოჰოლისგან თავის არიდებაა. უნდა დაიცვან დღის რეჟიმი და მუშაობა დასვენებით ჩაანაცვლონ, რადგან საქმიანობისას დასვენება ავიწყდებათ.

როგორი მამები არიან ზოდიაქოს ნიშნები>>

რჩევა:

ისწავლეთ და მიიღეთ, რომ მარცხი ცხოვრებაში გარდაუვალია. ყველაფერი დროებითია, ღამეს დღე მოსდევს. გააცნობიერეთ, რომ ყველას არ შეუძლია თქვენნაირი სისწრაფით მოქმედება მოვლენების ცვალებადობისას, დაუტოვეთ მათ დრო, გაერკვნენ სიტუაციაში და ორიენტირება შეძლონ.

ყველა ახალი ამბავი
0