ვითარება გზებზე: საქართველოს მასშტაბით უამინდობის გამო აკრძალვები დაწესდა

© photo: Sputnikსაქართველოს სამხედრო გზა
საქართველოს სამხედრო გზა - Sputnik საქართველო
გამოწერა
შეზღუდვები დაწესებულია ლიპყინულის, ქარბუქის, ნამქერების და შეზღუდული ხილვადობის გამო. გზებზე გაწმენდიტი სამუშაოები მიმდინარეობს

თბილისი, 15 თებერვალი - Sputnik. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის 1-107-ე კმ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საცობი საქართველოს სამხედრო გზაზე - Sputnik საქართველო
ტრაილერების რიგები ზემო ლარსზე: საქართველოში პრობლემის გადაჭრის გზებს ეძებენ

გომი-ზესტაფონის მონაკვეთზე ქარბუქის, ნამქერების და შეზღუდული ხილვადობის გამო დაწესდა შეზღუდვა.

დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

რაც შეეხება ძეძილეთი-ლენტეხის მონაკვეთს, აქ მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

თოვისა და ლიპყინულის გამო, შეზღუდვა ნარჩუნდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 87-126-ე კმ (ლენტეხი-მელე) მონაკვეთზე, სადაც აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ამავე საავტომობილო გზის 1-87-ე კმ მონაკვეთზე (წყალტუბოს გადასახვევი-ლენტეხი) ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მათხოჯი-ხიდი-გორდი-კინჩხას გზაზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდა.

ცენტრალურ ავტომაგისტრალსა და თურქეთისკენ მიმავალ გზაზე სატვირთოების მოძრაობა აღდგა >>

ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მათხოჯი-ხიდი-გორდი-კინჩხას საავტომობილო გზის 8-19-ე კმ მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ყველა ახალი ამბავი
0