ცენტრალურ ავტომაგისტრალსა და თურქეთისკენ მიმავალ გზაზე სატვირთოების მოძრაობა აღდგა

© photo: Roads Department of Georgia / FBთოვლი გზაზე
თოვლი გზაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მეტეოროლოგიური პირობების გამო ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის სხვადასხვა მონაკვეთზე

თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik.  საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზაზე  მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში. 

დიდთოვლობის გამო გადაკეტილი გზა - Sputnik საქართველო
უამინდობამ საქართველოს გზებზე პრობლემები შექმნა: ბოლო სიახლეები

ჩუმათელეთი-ხუნევის (138–158 კმ)  მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვა პარასკევს, დილით თოვისა და ლიპყინულის გამო დაწესდა.

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად ამ დროისთვის ავტომაგისტრალზე ყველა სახის ტრანსპორტისთვის მოძრაობა თავისუფალია.
სატვირთოების მოძრაობა აღდგა საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური–ახალციხე–ვალეს საავტომობილო გზაზე. მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვები ხაშური–აწყურის (1–50 კმ) საავტომობილო გზის მონაკვეთზე პარასკევს, დილით თოვისა და ლიპყინულის გამო დაწესდა.

ნაქერალას უღელტეხილზე შეზღუდვები მოქმედებს. გზის გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ქუთაისი–ტყიბული–ამბროლაურის გზის 36–52 მილომეტრზე მსუბუქი ავტომობილების მოძრაობა ნებადართულია.

გზის აღნიშნულ მონაკვეთზე თოვის გამო მისაბმელიანი და ნახევარადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა კვლავ აკრძალულია. ტრანსპორტის დანარჩენი სახეობისთვის კი გადაადგილება თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთზე შეზღუდვები არ მოქმედებს.

სატვირთოების და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა ასევე აღდგენილია გომი–ჭიათურა–ზესტაფონის გზის 1–107 კილომეტრზე.

ყველა ახალი ამბავი
0