უამინდობამ საქართველოს გზებზე პრობლემები შექმნა: ბოლო სიახლეები

© photo: Sputnik / Stringerდიდთოვლობის გამო გადაკეტილი გზა
დიდთოვლობის გამო გადაკეტილი გზა - Sputnik საქართველო
გამოწერა
შიდასახელმწიფოებრივ გზებზე ყველაზე რთული მდგომარეობაა ნაქერალას უღელტეხილზე – რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ის კვლავ დაკეტილია ყველა სახის ტრანსპორტისთვის.

თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. ხაშური–ახალციხე–ვალეს საერთაშორისო მნიშვნელობის გზის ხაშური–აწყურის მონაკვეთზე ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო შეზღუდვებია დაწესებული, ნათქვამია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

გზის ამ მონავეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი ავტოტრანსპორტისთვის გადაადგილება თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე მოძრაობა შეუზღუდავად შეიძლება.

„სამხედრო გზაზე - Sputnik საქართველო
ზემო ლარსი დღეს: გუდაური–კობის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია ნაქერალას უღელტეხილზე. შეზღუდვები მოქმედებს ქუთაისი–ტყიბული–ამბროლაურის საავტომობილო გზის 36-52 კმ მონაკვეთზე.

ამავე გზის 52-62 კმ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტომობილების მოძრაობა. დანარჩენი სახის ტრანსპორტისთვის მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე მოძრაობა თავისუფალია.

აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა თბილისი–სენაკი–ლესელიძის ცენტრალური მაგისტრალის ნაწილზეც. დიდი სატვირთო მანქანების მოძრაობა თოვლისა და ლიპყინულის გამო აკრძალულია ჩუმათელეთი–ხუნევის გზაზე (138-158 კმ). მოძრაობა დანარჩენი სახის ავტომობილებისთვის დასაშვებია. თავისუფალია მოძრაობა ავტომაგისტრალის დანარჩენ მონაკვეთებზე.

თოვლი აჭარაში - Sputnik საქართველო
ქედაში ზვავი ჩამოწვა

გომი–საჩხერე–ჭიათურა–ზესტაფონის გზის 1-107 კმ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ასევე ჩოლაბურის ხიდი–თერჯოლა–ტყიბულის საავტომობილო გზის (10-21 კმ, ძევრი-ტყიბული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ყველა ახალი ამბავი
0