ზემო ლარსი დღეს: გუდაური–კობის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა

© Sputnik / Olga Kiknavelidze„სამხედრო გზაზე"
„სამხედრო გზაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
„საქართველოს სამხედრო გზაზე" რუსეთის მიმართულებით გზა დღეს დაკეტილია მხოლოდ ტრაილერებისთვის – გუდაური-კობის მონაკვეთზე ლიპყინულია.

თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საერთაშორისო მნიშვნელობის გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე თოვლისა და ლიპყინულის გამო აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა, ნათქვამია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე სხვა ტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. რეჟიმის დაცვას საპატრულო პოლიცია გააკონტროლებს.

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ყველა ახალი ამბავი
0