ანიტა რაჭველიშვილმა ჩიკაგოელი მსმენელი აღაფრთოვანა

© photo: Sputnik / photo: Anita Rachvelishvili Official / FBანიტა რაჭველიშვილი
ანიტა რაჭველიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამერიკელები აღიარებენ: ახლა მათთვის უკვე ნათელია, რატომ ხდება ანიტა „საოპერო სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვარსკვლავი".

თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. ცნობილი ქართველი მეცო-სოპრანო, მსოფლიო საოპერო სცენის კაშკაშა ვარსკვლავი ანიტა რაჭველიშვილი ჩიკაგოში პიეტრო მასკანის ოპერა „სოფლის ღირსებაში" გამოვიდა. სანტუცას პარტიამ ანიტას შესრულებით მსმენელი, კრიტიკოსები და ჟურნალისტები დაიპყრო, წერს Chicago Sun-Times.

„ამაღელვებელი, ინტენსიური, აღტაცების მომგვრელი – ანიტა რაჭველიშვილი იყო ეს ყველაფერი და კიდევ უფრო მეტი... მეცო-სოპრანომ საქართველოდან თითოეული ტაქტი და თითოეული ნოტი მაქსიმალურად შეასრულა. მან ჩიკაგოელ მსმენელს დაუვიწყარი წარმოდგენა, აზრი და ემოცია აჩუქა", – წერს გამოცემა.

სტატიის ავტორი კაილ მაკმილანი აღნიშნავს, რომ ახლა უკვე ნათელია, ასე სწრაფად რატომ ხდება ანიტა „საოპერო სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვარსკვლავი".

ანიტა რაჭველიშვილი - Sputnik საქართველო
პარიზის ოპერის სცენაზე ანიტა რაჭველიშვილის ტრიუმფი შედგა

ოპერის დამდგმელი რეჟისორია დუეინ ვულფი. უკრავდა ჩიკაგოს სიმფონიური ორკესტრი რიკარდო მუტის დირიჟორობით.

ვარსკვლავის გზა

ანიტა რაჭველიშვილი თბილისში დაიბადა, დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ვოკალის განხრით.

საქართველოში რაჭველიშვილის დებიუტი საოპერო სტუდიაში შედგა, სადაც ვერდის ოპერა „რიგოლეტოში" მადალენასა და ჩაისკოვსკის „ევგენი ონეგინში" ოლგას პარტიები შეასრულა. 2006 წლის შემოდგომაზე მომღერალი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მიიღეს, ხოლო ერთი წლის შემდეგ სასწავლებლად მილანის „ლა სკალას" თეატრის აკადემიაში მიიწვიეს.

ანიტა რაჭველიშვილი საერთაშორისო არენაზე ცნობილი 2009 წლის 7 დეკემბრიდან გახდა, როდესაც „ლა სკალას" სეზონის გახსნაზე „კარმენში" მთავარი პარტია შეასრულა.

მომღერლის სადებიუტო სპექტაკლმა ევროპულ სცენაზე უდიდესი წარმატებით ჩაიარა, სპექტაკლს მსოფლიოს მრავალი ტელეარხი გადასცემდა. 2011 წელს შედგა რაჭველიშვილის დებიუტი ნიუ-იორკის „კარნეგი ჰოლში", სადაც შეასრულა პრინცესა დე ბუიონის პარტია ჩილეას ოპერაში „ადრიანა ლეკურერი".

ქართველი საოპერო დივა Metropolitan Opera-ს საუკეთესო შემსრულებელთა ათეულში მოხვდა>>

2017 წელს სენ-სანსის ოპერა „სამსონი და დალილაში" დალილას პარტიის შესრულებისთვის რაჭველიშვილმა მიიღო Bachtrack Opera Awards-ის პრემიის წოდება „საუკეთესო მომღერალი".

ყველა ახალი ამბავი
0