ქართველი საოპერო დივა Metropolitan Opera-ს საუკეთესო შემსრულებელთა ათეულში მოხვდა

© Facebook / photo: Slow Mo / FBანიტა რაჭველიშვილი
ანიტა რაჭველიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ანიტა რაჭველიშვილი საერთაშორისო არენაზე ცნობილი 2009 წელს გახდა, როდესაც La Scala-ს სცენაზე გამოვიდა

თბილისი, 30 მაისი — Sputnik. საოპერო სცენის ვარსკვლავი, მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი ნიუ-იორკის წამყვანი საოპერო თეატრის Metropolitan Opera 2018-2019 წლების სეზონის საუკეთესო შემსრულებელთა ათეულში მოხვდა.

სეზონის საუკეთესო შემსრულებელთა ათეული გამოცემა Opera Wire-მა გამოაქვეყნა. რაჭველიშვილის გარდა, ათეულში მოხვდნენპოლონელი ტენორი პეტრ ბეჩალა, მექსიკელი ტენორი ხავიერ კამარენა, ამერიკელი მეცო-სოპრანო ჯოის დიდონატო და სხვები.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ეს სეზონი ქართველი მომღერლის კარიერაში ყველაზე წარმატებულია. ანიტამ სცენაზე განუმეორებელი სახეები გააცოცხლა. განსაკუთრებული აღფრთოვანებით სტატიის ავტორი წერს ცბიერი პრინცესა დე ბიონის პარტიაზე ფრანჩესკო ჩილეას ოპერიდან „ადრიანა ლეკურერი".

გამოცემა Opera Wire მკითხველს ყოველდღიურად აწვდის ინფორმაციას ოპერის სამყაროდან, აცნობს ინტერვიუებს ხელოვნების გამოჩენილ მოღვაწეებთან და ამომავალ ვარსკვლავებთან.

ვარსკვლავის გზა

ანიტა რაჭველიშვილი თბილისში დაიბადა, დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ვოკალის განხრით.

ცეკვა მეტროში - Sputnik საქართველო
ცეკვა მეტროში – თეა დარჩიას და ანიტა რაჭველიშვილის პერფორმანსი

საქართველოში რაჭველიშვილის დებიუტი საოპერო სტუდიაში შედგა, სადაც ვერდის ოპერა "რიგოლეტოში" მადალენასა და ჩაისკოვსკის „ევგენი ონეგინში" ოლგას პარტიები შეასრულა.

2006 წლის შემოდგომაზე მომღერალი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მიიღეს, ხოლო ერთი წლის შემდეგ სასწავლებლად მილანის „ლა სკალას" თეატრის აკადემიაში მიიწვიეს.

ანიტა რაჭველიშვილი საერთაშორისო არენაზე ცნობილი 2009 წლის 7 დეკემბრიდან გახდა, როდესაც „ლა სკალას" სეზონის გახსნაზე „კარმენში" მთავარი პარტია შეასრულა. მომღერლის სადებიუტო სპექტაკლმა ევროპულ სცენაზე უდიდესი წარმატებით ჩაიარა, სპექტაკლს მსოფლიოს მრავალი ტელეარხი გადასცემდა.

2011 წელს შედგა რაჭველიშვილის დებიუტი ნიუ-იორკის „კარნეგი ჰოლში", სადაც შეასრულა პრინცესა დე ბუიონის პარტია ჩილეას ოპერაში „ადრიანა ლეკურერი". მრავალ პარტიათა შორის მის რეპერტუარშია მთავარი პარტიები როსინის ოპერიდან „იტალიელი ალჟირში" და გლუკის „ორფევსი და ევრიდიკადან".

სენ-სანსის ოპერა „სამსონი და დალილაში" დალილას პარტიის შესრულებისთვის რაჭველიშვილმა მიიღო Bachtrack Opera Awards-ის პრემიის წოდება „საუკეთესო მომღერალი".

 

ყველა ახალი ამბავი
0