ბრენდი, რომელიც ქართული ანბანის პოპულარიზაციას ეწევა – სამკაულთან ერთად შეძენილი ქათინაური

© photo: courtesy of Nesi Amirejibiთამარ და ნესტან ამირეჯიბი
თამარ და ნესტან ამირეჯიბი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ატარე“ ქართული ბრენდის სახელია, რომლის იდეა დებს – ნესტან და თამარ ამირეჯიბებს 2018 წელს გაუჩნდათ. იდეის ინსპირაცია უცხოელი ნაცნობის ქართული ასოებით აღფრთოვანება გახდა.

ბრენდის სახელი თავისთავად სლოგანსაც შეიცავს და მათ მართლაც სიამოვნებით ატარებენ ქართველებიც და საქართველოში ჩამოსული უცხოელებიც.

ვესაუბრებით „ატარეს“ ერთ-ერთ დამფუძნებელს ნესტან ამირეჯიბს.

© photo: courtesy of Nesi Amirejibi"ატარეს" სამკაულები
ბრენდი, რომელიც ქართული ანბანის პოპულარიზაციას ეწევა – სამკაულთან ერთად შეძენილი ქათინაური - Sputnik საქართველო
"ატარეს" სამკაულები

- ქალბატონო ნესტან, ზოგადად, ყველა საქმე საინტერესო იდეიდან იწყება, თქვენ შემთხვევაში როგორ მოხდა?

- ეს იდეა მაშინ გაჩნდა, როცა ჩვენმა უცხოელმა ახლობელმა ქართული ასო-ნიშნები ნახა და ისინი ყვავილებს შეადარა. მან გვითხრა, თქვენ ანბანში ძალიან ლამაზი ასო-ნიშნები გაქვთ, როცა თბილისის ქუჩებში დავდიოდი, ვკითხულობდი და თან ვტკბებოდი ამ სილამაზითო. ამის მერე ბევრი ვიფიქრეთ და გაჩნდა ბრენდი, რომელიც დღეს ქართული ანბანის პოპულარიზაციას ეწევა.

© photo: courtesy of Nesi Amirejibi"ატარეს" პროდუქცია
ბრენდი, რომელიც ქართული ანბანის პოპულარიზაციას ეწევა – სამკაულთან ერთად შეძენილი ქათინაური - Sputnik საქართველო
"ატარეს" პროდუქცია

- თქვენი სამკაულების შემთხვევაში რა ფორმით ხდება ეს?

- ქართულ ასო-ნიშნებს სამაჯურზე ვკინძავთ, იყიდება ოქროსა და ვერცხლის ასოებიანი სამაჯურები თოკებსა და ძეწკვებზე. მომხმარებლის თხოვნით დავამატეთ ახალი პროდუქტი – სამაჯურზე აგებული რამდენიმე ასო-ნიშანი ან ინიციალები. ჩვენ ვიყავით პირველი, ვინც სამაჯურების ამ ფორმით დამზადება მოიფიქრა.

© photo: courtesy of Nesi Amirejibi"ატარეს" სამკაულები
ბრენდი, რომელიც ქართული ანბანის პოპულარიზაციას ეწევა – სამკაულთან ერთად შეძენილი ქათინაური - Sputnik საქართველო
"ატარეს" სამკაულები

- ამ ფორმით დამზადებული სამკაულები ქათინაურებსაც შეიცავს?

- დიახ, ასე გამოდის, თითოეულ ასო-ნიშანს თავისი მნიშვნელობა აქვს. მაგალითად, ლ - ლამაზი, ბ - ბედნიერი, ა - არაჩვეულებრივი, მ - მომაჯადოებელი და ა.შ. ყველა ასო-ნიშანს ქათინაურის ფუნქცია აქვს. ისინი შეგიძლია აჩუქო საყვარელ ადამიანს ან თავად ატარო. ეს მნიშვნელობები შეფუთვაზეა, ამიტომ უცხოელები ძირითადად ქათინაურების მნიშვნელობით არჩევენ და ყიდულობენ. ერთმა უცხოელმა შეყვარებულმა მეგობარ გოგონას წაუღო სამაჯური მისი სახელის შემადგენელი ყველა ასო-ნიშნით, ანუ შვიდი უყიდა. რომელიც მოუნდება, იმას გაიკეთებსო. ქართველები კი სამაჯურებს ძირითადად შვილის ან შეყვარებულის სახელის ინიციალების მიხედვით არჩევენ.

© photo: courtesy of Nesi Amirejibi"ატარეს" სამკაული
ბრენდი, რომელიც ქართული ანბანის პოპულარიზაციას ეწევა – სამკაულთან ერთად შეძენილი ქათინაური - Sputnik საქართველო
"ატარეს" სამკაული

- ფილოლოგები თუ არიან თქვენ შორის?

- არა, არ არიან, მაგრამ ყველა ქვეყნის პატრიოტია და საქმის გარდა მშობლიური ენის სიყვარულიც გვაერთიანებს. გვახარებს ის ფაქტი, რომ ჩვენს შემკვეთებს შორის ჟურნალისტები და მსახიობები არიან. ბევრმა ჩვენი სამაჯურები განსაკუთრებით ახალი წლის დღეებში შეიძინა. ოქროს სამაჯურს უფრო ქორწილის საჩუქრად არჩევენ.

© photo: courtesy of Nesi Amirejibi"ატარეს" სამკაულები
ბრენდი, რომელიც ქართული ანბანის პოპულარიზაციას ეწევა – სამკაულთან ერთად შეძენილი ქათინაური - Sputnik საქართველო
"ატარეს" სამკაულები

- რაიმე თემატური ტექსტური განმარტება თუ ახლავს თქვენი ბრენდის ნაწარმს, მაგალითად ის, რომ ჩვენი ანბანი მსოფლიოში არსებულ 14 ანბანს შორისაა?

- დიახ, როცა უცხოელები ჩვენს ნაწარმს ყიდულობენ, იქ მოკლედ წერია ქართული ენის ისტორია, ამას გარდა საინფორმაციო ბუკლეტებიც გვაქვს დაბეჭდილი. როდესაც ნაწარმს გამოვფენთ ხოლმე, იქვე ამ ბუკლეტებსაც ვარიგებთ. ამ ფორმით გვინდა, რომ უცხო ქვეყნიდან ჩამოსულ ტურისტებს სასიამოვნო მოგონებებისა და ლამაზი სამკაულების გარდა აქედან გაჰყვეთ ჩვენი ქვეყნის უძველესი ისტორიის ამსახველი ამბებიც, რასაც თავის ქვეყანაში ჩასვლის მერე სხვებსაც გაუზიარებენ.

ყველა ახალი ამბავი
0