როგორ დავგეგმოთ თებერვლის მეორე დეკადა მთვარის კალენდრის მიხედვით

CC0 / Pixabay / მთვარე
მთვარე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაითვალისწინეთ ასტროლოგების რჩევები და იმოქმედეთ მთვარის კალენდრის მიხედვით; თუ მთვარის პოზიცია რაიმე საქმის წარმატებით დასრულებაში ხელს არ შეგიწყობთ, გადადეთ ეს საქმე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს მიხედეთ

მთვარის კალენდარი - ეს სასარგებლო რჩევების ნაკრებია, რომლებიც მთვარეზე მრავალსაუკუნოვან დაკვირვებებს ეფუძნება. მთვარის ენერგეტიკა ზოდიაქოს ერთი ნიშნიდან მეორეში გადასვლისას იცვლება, რაც გეგმების დაწყობისას აუცილებლად გასათვალისწინებელია.

თქვენი მფარველი პლანეტა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით და მისი გავლენა თქვენზე>>

11 თებერვალი: კლებადი მთვარე ქალწულის ნიშანშია. ცვლილებების დროა - ამ დღეს ნებისმიერი საქმე ადვილად დაიწყება ახალი, სუფთა ფურცლიდან. მოემზადეთ, რომ გეგმები, შესაძლოა, ისე არ განხორციელდეს, როგორც გინდოდათ. მიიღეთ ფაქტი, რომ ისტორია იქმნება აქ და ახლა, შეიტანეთ კორექტივები მოვლენების მსვლელობისას.

მდინარე ლუარა, საფრანგეთი - Sputnik საქართველო
როგორ მოქმედებს მთვარის ფაზები ადამიანის ენერგეტიკაზე

12 თებერვალი: კლებადი მთვარე სასწორის ნიშანშია. ესაა ინდივიდუალური მუშაობის დღე. ხელსაყრელია ნებისმიერი საქმიანობისთვის, რომლებიც მატერიალური კეთილდღეობისკენაა მიმართული. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება მომდევნო დღისთვის გადადეთ.

13 თებერვალი: კლებადი მთვარე სასწორის ნიშანშია. კარგი დღეა ურთიერთობების მოგვარების, აღდგენისთვის, შერიგებისთვის. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება კონფლიქტში ჩართვა და ურთიერობების გამორკვევა. შეიძლება დაგროვებული საქმეების ხელახლა გადახედვა.

14 თებერვალი: კლებადი მთვარე მორიელის ნიშანშია. ამ დღეს გამძაფრდება გონებრივი შესაძლებლობები, ამიტომ შეიძლება მნიშვნელოვანი გეგმების განხორციელება. სწორედ ამ დღეს შეძლებთ ყველაფრის სწორად შეფასებას, გამოსავლის პოვნას ჩიხური, ყველაზე რთული ვითარებიდან.

რა გველოდება თებერვალში: თვის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის>>

15 თებერვალი: კლებადი მთვარე მორიელის თანავარსკვლავედშია. არის ფიქრისა და განსჯის დღე. არასასურველია საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების მიღება და საქმეების დასრულება. ხელსაყრელი დროა ახალი ნაცნობობის, მეგობრებთან ურთიერთობებისთვის.

თრიმლის ფოთლები - Sputnik საქართველო
მთვარის კალენდარი მებაღეებისთვის: 2020 წლის თებერვალი

16 თებერვალი: კლებადი მთვარე მშვილდოსნის ნიშანშია. მშვიდი დღეა, როდესაც არ ღირს მოვლენების დაჩქარება - ყველაფერი თავის რიგს უნდა მიჰყვეს. საუკეთესო დროა მეგობრული ურთიერთობებისთვის, ახალი ნაცნობობისთვის, სულიერი განვითარებისა და სრულყოფაზე ზრუნვისთვის. კარგი იქნება საქველმოქმედო აქციებში მონაწილეობა, ახლობლების დასაჩუქრება.

17 თებერვალი: კლებადი მთვარე მშვილდოსნის ნიშანშია. სტაბილიზაციისა და სიმშვიდის პერიოდია - მნიშვნელოვანი საქმეები და გადაწყვეტილებები, სჯობს, მომდევნო დღისთვის გადადოთ. ხელსაყრელი დროა სწავლისთვის, კითხვისთვის, თვითგანათლებისთვის. ეწვიეთ სილამაზის სალონს - გამაახალგაზრდავებელი პროცედურები შესანიშნავ ეფექტს მოიტანს.

18 თებერვალი: კლებადი მთვარე თხის რქის ნიშანშია. სასურველია, რომ ნაკლები ილაპარაკოთ და მეტი გააკეთოთ. კარგი დღეა ვალის გასტუმრებისთვის, ცხოვრების ჯანსაღი წესის დადგენა-დაწყებისთვის.

2020 წლის რომელი თვე იქნება თქვენთვის ბედნიერი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>

19 თებერვალი: კლებადი მთვარე თხის რქის თანავარსკვლავედშია. ეცადეთ, არ აჰყვეთ ცუდ განწყობას, არ განაწყენდეთ და არ გაღიზიანდეთ. იდეალურია, გაიღვიძოთ კარგ განწყობაზე და ეს შეინარჩუნოთ მთელი დღის განმავლობაში.

ყველა ახალი ამბავი
0