აზიის განვითარების ბანკი საქართველოს 13,6 მილიონ ევროს გამოუყოფს

გამოწერა
აზიის ბანკი საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტების მოსამზადებლად 15-წლიან სესხს სამწლიანი შეღავათიანი პერიოდით გამოუყოფს

თბილისი, 11 თებერვალი - Sputnik. აზიის განვითარების ბანკი განიხილავს საქართველოსთვის 13,6 მილიონი ევროს გამოყოფას მოსამზადებელი და საპროექტო სამუშაოების დასაფინანსებლად, რომელთა მთავარ მიზანს ქვეყნის ქალაქებში ინფრასტრუქტურისა და მომსახურების გაუმჯობესება წარმოადგენს.

ეს საკითხი განიხილებოდა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ცოტნე ზურაბიანი თავმჯდომარეობდა.

აზიის განვითარების ბანკი რიკოთზე გზის მშენებლობას დააფინანსებს >>

აზიის განვითარების ბანკში აცხადებენ, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ეკონომიკური ზრდა არც თუ ისე თანაბარი იყო, რამაც ქვეყნის მაცხოვრებელთა უმრავლესობის თბილისში მიგრაცია გამოიწვია. დღეს ეროვნული შიდა პროდუქტის 70% სწორედ თბილისზე მოდის, ხოლო ქალაქების მოსახლეობის უმეტესი ნაწილი დედაქალაქში ცხოვრობს.

ეს სესხი საშუალებას მისცემს საქართველოს მთავრობას დაგეგმოს ინფრასტრუქტურული პროექტები და განახორციელოს სხვა საჭირო მოსამზადებელი სამუშაოები ADB-ის პროგრამისთვის „საქართველოს ქალაქების მდგრადი განვითარების ინვესტირება", რომლის ამოქმედება დაგეგმილია 2020 წლის ბოლოს.

ივანე მაჭავარიანი - Sputnik საქართველო
აზიის განვითარების ბანკის წლიური შეკრება 2021 წელს საქართველოში გაიმართება

პროგრამის მთავარი მიზანია ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და მდგრადი განვითარება, განსაკუთრებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, ქალებისა და ბავშვებისთვის.

პროგრამის კიდევ ერთი მიზანი არის საქართველოს ტურისტული მიმზიდველობის გაზრდა. კერძოდ, დაგეგმილია 362 მილიონი ევროს ინვესტირება ზუგდიდში, მესტია-უშგულში, თელავში, გურჯაანსა და ახმეტაში ეკოლოგიური და სათავგადასავლო ტურიზმის განვითარებისთვის.

ზურაბიანის განცხადებით, 13,6 მილიონი ევროს ოდენობის სესხის დაფარვის ვადა შეადგენს 15 წელს, მათ შორის სამწლიან საშეღავათო პერიოდს.

აზიის განვითარების ბანკი საქართველოს 2007 წლიდან უჭერს მხარს და არის ერთერთი ყველაზე მრავალმხრივი პარტნიორი. საქართველოსთვის გაცემული სესხების საერთო ღირებულება 2.8 მილიარდი დოლარია.

ყველა ახალი ამბავი
0