ქუთაისში ორსული, სავარაუდოდ, გრიპის ვირუსის გართულებით გარდაიცვალა

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექიმების მცდელობის მიუხედავად ქალის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მედიკოსები ვარაუდობენ, რომ გართულება გრიპის ვირუსს მოჰყვა.

თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. ქუთაისში ორსული, სავარაუდოდ, გრიპის ვირუსის გართულებით გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

ქალი ორსულობის მეხუთე თვეში იყო. არსებული ინფორმაციით, ის ონში ცხოვრობდა. ის მძიმე მდგომარეობაში ჯერ ამბროლაურის საავადმყოფოში მიიყვანეს, რის შემდეგაც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის კლინიკაში გადაიყვანა.

გრიპი უკან იხევს - დაავადების შემთხვევები იკლებს>>

რესპირატორული ინფექციით გამოწვეული გართულებების გამო ექიმებმა ორსულის გადარჩენა ვერ შეძლეს. ფაქტს ადასტურებენ კლინიკაშიც, თუმცა, ოჯახის წევრების თანხმობის გარეშე კომენტარისგან თავს იკავებენ.

ქალი 8 თებერვალს გარდაიცვალა.

ქალი სამედიცინო ნიღბით - Sputnik საქართველო
გრიპის კიდევ ერთი მსხვერპლი ორსული გახდა

უფრო ადრე საქართველოში გრიპის ვირუსის გართულებით გარდაცვალების ლაბორატორიულად დადასტურებული ორი შემთხვევის შესახებ განაცხადეს. თუმცა, გრიპის ვირუსით გამოწვეული გართულებებით გარდაცვალების შემთხვევების ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

საქართველოში შემთხვევების 66%-ში B ტიპის ვირუსი ფიქსირდება, რომელიც ხასიათდება კლინიკურად შედარებით მსუბუქი და საშუალო სიმძიმის მიმდინარეობით. ამიტომაც არის, რომ ჰოსპიტალიზების მაჩვენებელი შარშანდელთან შედარებით ნაკლებია. დანარჩენ შემთხვევებში ქვეყანაში A ტიპის – H3 და H1 ვირუსებია, არის აგრეთვე რინოვირუსები.

ბოლო კვირის მონაცემებით, საქართველოში 100 ათას ადამიანზე დაინფიცირების 155 შემთხვევა დაფიქსირდა. გასულ კვირაში ეს მაჩვენებელი 158-ს შეადგენდა. ეპიდემიად მიიჩნევა მაჩვენებელი, როდესაც კონკრეტული ვირუსით 100 ათას მოსახლეზე 450-500 ადამიანი ავადდება. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში დაინფიცირებულთა რიცხვი 186 ადამიანი იყო.

რაც შეეხება ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებს, ბოლო მონაცემებით, ის 32%-დან 30%-მდე შემცირდა.

ყველა ახალი ამბავი
0