„ვერ მიგებ", „ჩემ გარეშე ვერაფერს გახდები": მანიპულატორი, ანუ თუ სხვისი ცხოვრებით ცხოვრობთ

CC BY 2.0 / S Packwood / those are strong words for such a weak personდაფიქრდით, სანამ ვინმესთან გულის ნადების გასამჟღავნებლად გაიქცევით
დაფიქრდით, სანამ ვინმესთან გულის ნადების გასამჟღავნებლად გაიქცევით - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამწუხაროდ, თანამედროვე ცხოვრებაში ძალზე გავრცელებულია საკუთარი მიზნების მისაღწევად სხვა ადამიანების გრძნობებით თამაში...

ადამიანები როგორც საქმიან, ისე პირად ურთიერთობებში ხშირად ხდებიან მანიპულაციის ობიექტი – ადამიანები, ვისაც სთხოვენ, უარი თქვან საკუთარ სურვილებზე ან გრძნობებზე სხვისი სურვილების სასარგებლოდ.

მამაკაცებო, გაფრთხილდით! ანუ ვირუსი, რომელიც მამაკაცებს ანადგურებს>>

მანიპულაცია რომ განხორციელდეს, მანიპულატორმა მანიპულაციის ობიექტში უნდა გამოიწვიოს შეცოდების, დამნაშავის, საკუთარ თავსა და შესაძლებლობებში დაეჭვების გრძნობები. ამიტომ საჭიროა ყურადღების მიქცევა იმ ადამიანებზე ჩვენ გარემოცვაში, რომლებიც თავიანთი გამონათქვამებით ჩვენში მუდმივად აღძრავენ მსგავს გრძნობებს.

ქალის სილუეტი - Sputnik საქართველო
მანიპულატორი „წუწუნა" – როგორ შეიძლება ვიქცეთ „მსხვერპლის" მსხვერპლი

სიფრთხილეა საჭირო, როდესაც ადამიანი გვეუბნება ამის მსგავს ფრაზებს: „შენ, უბრალოდ, ჩემი არ გესმის“, „სხვანაირად გაიგე ჩემი ნათქვამი“ – ეს თითქოს უნივერსალური განმარტებაა ნებისმიერი კონფლიქტური სიტუაციის. ამასთან, ვითარების გამორკვევის მცდელობა აბსოლუტურად უშედეგოდ დამთავრდება – მანიპულატორი დიალოგს თავს აარიდებს და გაუგებრობასა და დაბნეულს დაგტოვებთ.

კიდევ ერთი საფრთხილო მომენტია, როდესაც ხდება თქვენი გრძნობების გაუფასურება ან უარყოფა, მაგალითად: „რას აზვიადებ ყველაფერს", „ეს შეუძლებელია", „რა სისულელეა". ამით თითქოს გეუბნებიან, რომ პრობლემა თქვენშია, თქვენს სამყაროსეულ აღქმაში და არა ამ ადამიანში – მასთან დაკავშირებით ყველაფერი წესრიგშია.

თუ ადამიანს დადებითი ენერგეტიკა აქვს, მისი ცხოვრება ჰარმონიულად ვითარდება - Sputnik საქართველო
ენერგეტიკული სარკე, ვამპირი, ტკიპა...

საკუთარ ცხოვრებაზე პასუხისმგებლობის სხვაზე გადაბარება ასევე მანიპულატორების საყვარელი ხერხია. ეს კარგად არის ცნობილი ფრაზებით: „თქვენი (შენი) გულისთვის მთელი ცხოვრება ვმუშაობ", „ყველაფერს თქვენთვის (შენთვის) ვაკეთებ", „მხოლოდ თქვენთვის (შენთვის) ვცხოვრობ", „ჩემ გარეშე ვერაფერს გააკეთებ" და ა.შ.

ფრაზების სია უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს. თუ ადამიანთან ურთიერთობებისას ამის მსგავსი ფრაზები მუდმივად გესმით, მაშინ დადგა დრო, რომ მასთან ურთიერთობები გაწყვიტოთ ან შეზღუდოთ მაინც. სხვაგვარად რისკავთ, რომ მთელი ცხოვრება სხვისი ადამიანის სურვილებით იცხოვროთ და საკუთარი ინტერესები მუდმივად გვერდზე გადადოთ. ეს კი ნამდვილად არ გაქცევთ ბედნიერ და ჰარმონიულ ადამიანად.

ყველა ახალი ამბავი
0