20:15 19 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7728
  • 100 RUB4.1220
  • USD3.2186
კარგი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
58620

თუ დაავადებული არ იმკურნალებს, მას სქელ, ყველასგან მივიწყებულ, ცუდად ჩაცმულ, ფულისა და სექსის უქონელ არსებად გადაქცევა ემუქრება.

შეგიმჩნევიათ, რომ წარუმატებელ მამაკაცებს ერთნაირი ცოლები ჰყავთ? თითქოს ცოლები ერთიანი გეგმით მოქმედებენ და რაგინდ წარმატებული არ უნდა იყოს კაცი, მაინც წარუმატებლობისა და სიღარიბისკენ მიაქანებენ მათ.

გავრცელებული აზრით, და, როგორც ზოგიერთი ექსპერტი აცხადებს, ანალიზის შედეგად, დადგინდა, რომ მამაკაცის წარმატებების ლამის 99% ცოლის ქცევაზეა დამოკიდებული.

ახლა კი უფრო კონკრეტულად: მაგალითად, არიან ე.წ. პარაზიტი ქალები. ურთიერთობების დაწყებისთანავე მათი მისია მამაკაცისგან ყველაფრის „გამოწველა“, მისგან მაქსიმალური სარგებლის მიღებაა.
ასეთი ქალისთვის მამაკაცი მამაკაცი კი არა, უბრალოდ „საქონელია“, რომელიც მისი სხეულით სარგებლობისთვის სიკვდილამდე ქალის, მისი დედისა და ხანდახან მეგობრების მოვალე ხდება.

როგორ შეიძლება ჩვეულებრივი მამაკაცისგან უტყვი, არაფრისმაქნისი, სრულებით განადგურებული ადამიანის მიღება? ძალიან ადვილად!

პარაზიტი მამაკაცს მუდმივად „ტვინს უბურღავს“ და სექსუალურ შანტაჟს უწყობს
პარაზიტი მამაკაცს მუდმივად „ტვინს უბურღავს“ და სექსუალურ შანტაჟს უწყობს

პირველი, რითიც „პარაზიტი“ იწყებს, ახლობლების ჩამოცილებაა. ქალი იწყებს მამაკაცის ყველა ნათესავთან ჩხუბს და კაცს მათთან ურთიერთობას უკრძალავს. ქალი ყოველთვის უკმაყოფილოა კაცის დედით ან ბებიით, ამიტომ აუცილებლად ცალკე იცხოვრებს. საკუთარი ტერიტორია გახდება მისი პირველი და მთავარი მოთხოვნა. ჯერჯერობით სხვა არაფერი ამჟღავნებს ასეთი ქალის დაუოკებელ სიხარბეს.

შემდეგ ქალი ტერიტორიაზე ძალაუფლებას იმტკიცებს. პარაზიტი ქალი, ჩვეულებრივ, შემდეგნაირად იქცევა: ან ქმარი თავის ტერიტორიაზე მიჰყავს, ან, დიდი ალბათობით, ბინის შეძენასა და მის თავის სახელზე გაფორმებას მოითხოვს.

შემდეგ ერთი ნაბიჯი რჩება, რომ სახლში ძალაუფლება კანონიერ საფუძვლებზე მიიტაცოს. ყველაზე ხშირად ჩნდება ბავშვი ან ბავშვები. უკვე ორსულობის პერიოდიდან იწყება მანიპულაციები: ნუთუ ამას შენი შვილისთვის არ გააკეთებ?! ნუთუ არ შეგიძლია საკუთარ ოჯახზე ზრუნვა?! ამ ეტაპზე მამაკაცში დანაშაულის გრძნობა ჩნდება: ბავშვისთვის არაფერს აკეთებ, შეხედე სხვებს, შენ ცუდი ხარ, მაწყენინე, ჩვენი ვალი გაქვს. მამაკაცებო, გაფრთხილდით, ეს ვირუსია, რომელიც მამაკაცებს ანადგურებს და საშინელი ტემპებით ვრცელდება!

აი, დაავადების ძირითადი ნიშნები და ცნობები პარაზიტზე. პარაზიტი ამ შემთხვევაში ქალია — ცოლი ან მეგობარი:

• გარეგნულად პარაზიტი შეიძლება მიმზიდველად გამოიყურებოდეს, მაგრამ მას განასხვავებს სურვილი, არაფერი აკეთოს და ცხოვრება თქვენ ხარჯზე აიწყოს;

• ქალი-პარაზიტის ამოცნობა ამ სიტყვებით შეიძლება: „უნდა გააკეთო“, „ვალდებული ხარ“, „შენ ხომ კაცი არა ხარ“. ამ სიტყვების მეშვეობით მამაკაცის ტვინში ინერგება იდეა, რომ პარაზიტის ნებისმიერი კაპრიზი უნდა შესრულდეს, კაპრიზები კი დღითიდღე იზრდება;

• თანდათან პარაზიტი უფრო თავხედი ხდება. მამაკაცებს დანაშაულის პერმანენტული გრძნობა უჩნდებათ და საკუთარი თავის პატივისცემას კარგავენ; პარაზიტი ქალის ეგო კი სულ უფრო „იბერება“, ის თავს დედოფლად აღიქვამს. ასეთ შემთხვევაში კაცი მის თვალში მეტი არაფერია, თუ არა შინაური ცხოველი;

• იმისთვის, რომ მამაკაცის ორგანიზმი დასუსტებულ მდგომარეობაში „შეინახოს“, პარაზიტი შემდეგ მეთოდებს იყენებს: უზღუდავს ოჯახთან და მეგობრებთან კონტაქტებს, ართმევს საკუთარი ფულის განკარგვის უფლებას, მუდმივად „ტვინს უბურღავს“ და სექსუალურ შანტაჟს უწყობს. პარაზიტმა ქალმა, შესაძლოა, კაცის გარეგნობასა და ჩაცმის მანერაზე ნეგატიური გავლენა შეგნებულად მოახდინოს, რათა ის სხვა პარაზიტებისთვის ნაკლებ მიმზიდველად გამოიყურებოდეს.

მას ყველასგან მივიწყებულ, ცუდად ჩაცმულ, ფულის უქონელ არსებად გადაქცევა ემუქრება
მას ყველასგან მივიწყებულ, ცუდად ჩაცმულ, ფულის უქონელ არსებად გადაქცევა ემუქრება

და, ბოლოს, როგორ უნდა დაიცვათ თავი პარაზიტებისგან და, საერთოდ, იკურნება თუ არა ეს სენი?

კარგია, რომ დაავადება იკურნება! მკურნალობის მეთოდი კი პარაზიტთან ყოველგვარი კავშირის გაწყვეტაა. თუ დაავადებული არ იმკურნალებს, მას სქელ, ყველასგან მივიწყებულ, ცუდად ჩაცმულ, ფულისა და სექსის უქონელ არსებად გადაქცევა ემუქრება, რომელიც ოჯახის მოთხოვნების დაკმაყოფილებას უკანასკნელი ძალებით ცდილობს. მძიმე შემთხვევებში ინსულტი და სიკვდილი 45 წლის ასაკში გარდაუვალია. გაფრთხილდით!

მთავარი თემები