თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა აღმოაჩინა იდუმალი ვირუსი, რომლის გენომიც თითქმის სრულად შედგება უცნობი დნმ-სგან, იუწყება გამოცემა ScienceAlert.
გავრცელებული ინფორმაციით, ინფექციური აგენტი, რომელსაც „იარავირუსი“ უწოდეს (Yaravirus brasiliensis) სამხრეთამერიკული მითოლოგიური წყლის დედოფლის იარას პატივსაცემად ბრაზილიაში, ხელოვნურ ტბა პამპულჰაში იპოვეს.
მეცნიერების თქმით, იარავირუსის გენების 90% მანამდე არსად არ აღწერილა. ასეთ გენებს orphan gene-ს, ანუ ობოლ გენებს უწოდებენ.
მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ეს ვირუსების უცნობი იზოლირებული ჯგუფი ან გიგანტური ვირუსის შორეული ნათესავია, რომელიც ევოლუციის პროცესში რედუცირდა.