მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

კუნძულ ბალიზე ღორის აფრიკული ჭირის ვირუსმა იფეთქა: დადასტურებულია ლაბორატორიულად

CC0 / Pixabay / ღორი მინდორში
ღორი მინდორში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ღორის აფრიკული ჭირი – შინაური და გარეული ღორების ვირუსული დაავადებაა, რომელიც არ არის საშიში არც ადამიანისთვის და არც სხვა სახეობის ცხოველებისთვის.

თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. ინდონეზიის კუნძულ ბალიზე ღორის აფრიკული ჭირის ვირუსმა იფეთქა. აღნიშნულ ინფორმაციას ოფიციალურად ადასტურებს ინდონეზიის ხელისუფლება, იუწყება გაზეთი Jakarta Post. 

ტურისტები პეკინის აეროპორტში - Sputnik საქართველო
პანიკის გარეშე: ჯანმო კორონავირუსთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს

გამოცემის ინფორმაციით, ბოლო ორი თვის განმავლობაში კუნძულ ბალიზე 888 ღორის სიკვდილია დაფიქსირებული. აქედან 600 შემთხვევა ბადუნგის ოლქზე მოდის. 

ოფიციალური პირების განცხადებით, ღორის აფრიკული ჭირის არსებობა ლაბორატორიული ტესტებით დადასტურდა. 

სოფლის მეურნეობისა და კვების პროდუქტების უსაფრთხოების ადგილობრივი სამმართველოს ხელმძღვანელმა ვირუსის გავრცელებაში ის ფერმერები დაადანაშაულა, რომლებიც პირუტყვს გაფუჭებული ნარჩენებით კვებავდნენ.

კუნძულ ბალის ხელისუფლება ირწმუნება, რომ დაავადების შეჩერება შეძლეს, ვინაიდან ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ღორების სიკვდილი აღარ დაფიქსირებულა. მათი აზრით, შექმნილი მდგომარეობა ტურიზმზე ზეგავლენას არ მოახდენს. 

ღორის აფრიკული ჭირი პირველად 1903 წელს დაფიქსირდა სამხრეთ აფრიკაში. ეს არის შინაური და გარეული ღორების ვირუსული დაავადება, რომელიც არ არის საშიში არც ადამიანისთვის და არც სხვა სახეობის ცხოველებისთვის.

ინფექციის კერის გაჩენის შემთხვევაში ღორებში ლეტალური შედეგი თითქმის 100%-იანია 20 კილომეტრის რადიუსში.   

დაავადების გავრცელების შეჩერება მხოლოდ სასტიკი საკარანტინო ზომებითაა შესაძლებელი.

ყველა ახალი ამბავი
0