სააკაშვილმა თბილისში პოლიტიკური შტაბის შექმნის შესახებ განაცხადა

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშიმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი დროს არ კარგავს. ამჯერად პოლიტიკოსმა თბილისში საკუთარი შტაბის შექმნა გადაწყვიტა

თბილისი, 8 თებერვალი – Sputnik. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დააანონსა საქართველოში საკუთარი პოლიტიკური შტაბის შექმნა, რომელიც „ოპოზიციას გააერთიანებს“.

პრეზიდენტის გვერდი დაჰაკეს და იქ მიხეილ სააკაშვილის ფოტო დატოვეს >>

სააკაშვილი ბოლო დროს ცხოვრობს უკრაინაში, იქ მისი პოლიტიკური კარიერის შექმნის მცდელობა 2019 წელს ჩაიშალა, როდესაც მის მიერ შექმნილი პარტია რადაში ვერ შევიდა.

„პირველი მარტიდან, "სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის" ბაზაზე, მე ვხსნი ჩემს შტაბს, პირად შტაბს, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად და სხვა ოპოზიციურ ძალებთან ერთად, ახალ ხალხთან ერთად, რომელიც მოდის პარტიების გარეშე, შევქმნათ კიდევ მეტი საფუძველი და დავაჩქაროთ ივანიშვილის რეჟიმის დასასრული და საქართველოს გადარჩენა“, - აცხადებს სააკაშვილი თავის მიმართვაში Facebook-ზე.

მისი თქმით, შტაბი ახალგაზრდობაზე და ოპოზიციის გაერთიანებაზე იქნება ორიენტირებული.

ამ დროს კი საქართველოში სააკაშვილი ოფიციალურად დამნაშავედ არის მიჩნეული. ის დამნაშავედ ცნეს ძალადობისა და იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეში პირთა ჯგუფის მიერ ჯანმრთელობისთვის მძიმე დაზიანების განზრახ მიყენების ორგანიზებაში. მას დაუსწრებლად 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. გარდა ამისა, 2007 წელს „საქართველოს გაერთიანებული ბანკის“ თანამშრომლის, სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულთა შეწყალებისთვის მას კიდევ სამი წლით პატიმრობა შეეფარდა.

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
უკრაინიდან სააკაშვილის გაძევებისთვის შესაძლოა მესაზღვრეებმა პასუხი აგონ

მაგრამ ამით სააკაშვილის ბრალდებების სია არ სრულდება. ის ასევე ბრალდებულია სახელმწიფო სახსრებიდან პირადი საჭიროების მიზნით 5 მილიონი დოლარის გაფლანგვის საქმეზე და 2007 წელს აქციის დაშლის საქმეში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში.

ამავე დროს, ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებმაც ბოლო დროს სერიოზული ერთობა აჩვენეს, ექსპერტების აზრით, ნაკლებად სავარაუდოა, შეძლონ მისი შენარჩუნება სააკაშვილის ჩარევით. სწორედ მასთან არსებულმა უთანხმოებამ 2016 წელს სამოქმედო ტაქტიკასთან დაკავშირებით გამოიწვია განხეთქილება მის მიერ შექმნილ პარტიაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. ოპოზიციამ არაერთხელ განაცხადა, რომ არ აპირებს საქართველოში რევოლუციური სცენარების მხარდაჭერას, რასაც სააკაშვილი დაჟინებით მოითხოვს თავის ონლაინ განცხადებებში.

სააკაშვილის გატაცების საქმე – უკრაინის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო >>

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი - Sputnik საქართველო
წულუკიანი: მამას არ გავუზრდივარ ისე, რომ მიხეილ სააკაშვილს მოვუკითხო დედა და მამა...

ოფიციალურად, სააკაშვილს აღარ აქვს არანაირი კავშირი საქართველოსთან. მან დატოვა ქვეყანა 2013 წელს, პრეზიდენტობის მეორე ვადის დასრულების შემდეგ. ამის შემდეგ ის პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა შეერთებულ შტატებში, შემდეგ კი მიწვეულ იქნა სამუშაოდ უკრაინაში, სადაც მიიღო მოქალაქეობა და, შესაბამისად, დაკარგა ქართული პასპორტი. 2015 წელს სააკაშვილი გადადგა ოდესის ოლქის გუბერნატორის პოსტიდან და დააარსა ოპოზიციური პარტია „ახალი ძალების მოძრაობა".

მალევე მას ჩამოერთვა უკრაინის მოქალაქეობა, ხოლო 2018 წლის თებერვალში ის პოლონეთში გააძევეს. სააკაშვილი კიევში დაბრუნდა 2019 წლის 28 მაისს, როდესაც უკრაინის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ მას უკრაინის მოქალაქეობა აღუდგინა.

ყველა ახალი ამბავი
0