ქართული მიტინგები, ჯვაროსნები და შუა საუკუნეების ესთეტიკაში გადატანილი რეალობა

© photo: Merab Gagiladze / FBუცხოეთში გამოფენაზე
უცხოეთში გამოფენაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მის ნამუშევრებში უჩვეულოდაა აღრეული სხვადასხვა ეპოქა, არქაული სიმბოლიკით ზოგჯერ თანამედროვე ამბებია მოთხრობილი...

ნიჭიერი მხატვრის მერაბ გაგილაძის ნახატები ერთი თვალის შევლებით გიზიდავს, მაგრამ თუ გინდათ, რომ ისინი „წაიკითხოთ“, მის პირისპირ უნდა შეჩერდეთ. და მაშინ აღმოაჩენთ, რომ აქ თითოეულ დეტალსაც კი თავისი ახსნა და სიმბოლური დატვირთვა აქვს. თავად მხატვარი კი, როგორც ამბის მთხრობელი, ყველა ნახატის კუთხეში შეუმჩნეველი ფიგურის სახითაა გამოსახული.

© photo: Merab Gagiladze / FBმერაბ გაგილაძე
ქართული მიტინგები, ჯვაროსნები და შუა საუკუნეების ესთეტიკაში გადატანილი რეალობა - Sputnik საქართველო
მერაბ გაგილაძე

მხატვრის შემოქმედებას დღეს უცხოეთში უფრო იცნობენ, მის შესახებ აღფრთოვანებული რეცენზია არაერთხელ დაწერილა სხვადასხვა ქვეყნის პრესაში.

© photo: Merab Gagiladze / FBსტატია მერაბ გაგილაძეზე უცხოურ პრესაში
ქართული მიტინგები, ჯვაროსნები და შუა საუკუნეების ესთეტიკაში გადატანილი რეალობა - Sputnik საქართველო
სტატია მერაბ გაგილაძეზე უცხოურ პრესაში

- ბატონო მერაბ, ასეთი უცნაური თემები საიდან ჩნდება თქვენს შემოქმედებაში, ეს სამყარო თქვენი ნაწილია?

- სხვათა შორის, თავიდანვე ასე ვხატავდი, რადგან სიურრეალისტური მიმდინარეობები ბავშვობიდან მომწონს. სამხატვრო აკადემია 1996 წელს დავამთავრე. დაზგურ გრაფიკაზე ვსწავლობდი. ჩემი სტუდენტობა ცუდ პერიოდს დაემთხვა – ქვეყანაში რთული სიტუაცია და სიბნელე იყო.

- რასაც თქვენი ნახატებით აბალანსებდით?

- დიახ, მხატვრებს ეგ პრივილეგია გვაქვს, რომ ცხოვრებასა და შემოქმედებაში ფანტაზია გვეხმარება.

© photo: Merab Gagiladze / FBმერაბ გაგილაძის შემოქმედება
ქართული მიტინგები, ჯვაროსნები და შუა საუკუნეების ესთეტიკაში გადატანილი რეალობა - Sputnik საქართველო
მერაბ გაგილაძის შემოქმედება

- თქვენი შემოქმედება ძირითადად უცხოეთში იციან?

- დიახ, უფრო უცხოეთში ვარ გასული, საქართველოში გამოფენა 90-იანებში მქონდა. ძირითადად კი ნამუშევრები უცხოეთში, სხვადასხვა დროს სხვადასხვა ქვეყნებში გამქონდა. უცხოეთის ბაზარზე 1997-98 წლიდან სტაბილურად ვმუშაობ. ეს ქვეყნებია –  ამერიკა, თურქეთი, რაღაც პერიოდი ფრანგებთან და ესპანელებთანაც ვმუშაობდი. ბოლო შვიდი წელია ჰოლანდიასთან მაქვს რეგულარულად ურთიერთობა. ჩემი ნამუშევრების გამოფენები იქ თითქმის ყოველ წელს იმართება. ასევე ყოველ წელს მაქვს თურქეთსა და ამერიკაში.   

- თქვენი ნამუშევრების ხილვის შემდეგ ყველაზე უჩვეულო შეფასება როგორი იყო?

- რთული სათქმელია, მაგრამ ორი სიტყვით რომ ჩამოვაყალიბოთ, ყველას ემოცია მაინც ასე გამოიხატება: Magic – ანუ ზღაპარი, ზღაპრული სამყარო, რაც, სხვათა შორის, ძალიან მომწონს.

© photo: Merab Gagiladze / FBმერაბ გაგილაძის შემოქმედება
ქართული მიტინგები, ჯვაროსნები და შუა საუკუნეების ესთეტიკაში გადატანილი რეალობა - Sputnik საქართველო
მერაბ გაგილაძის შემოქმედება

- ცხოვრებაში თუ გჯერათ ზღაპრების?

- მჯერა. იმისიც მჯერა, რომ ბოლო აუცილებლად კეთილია. ადამიანისთვის პირველ რიგში აუცილებელია ოპტიმიზმი და ბედნიერების განცდა. ზედმეტი პრობლემებით სხვისი „დაგრუზვა“ არ მიყვარს. სულ ვცდილობ, რომ ყველაზე რთული პრობლემაც კი ნახატზე ლამაზად გადმოვცე. ცოტა ზედაპირულად რომ ვთქვათ, ჩემი ნახატის სიუჟეტი ხან სიზმარი შეიძლება იყოს, ხან რაღაც ამბავი, რომელსაც მეგობარი მომიყვა და დამაინტერესა. მერე ამის სიმბოლოებით გამოსახვა ხდება, შუა საუკუნეების ესთეტიკაში მათი გადატანა და რაღაც ამბის შექმნა.

- შუა საუკუნეები თქვენი სულიერი თავშესაფარია?

- ძალიან მიყვარს ის პერიოდი. იქ ვსახლდები ხოლმე და იქიდან გაქცევას არ ვცდილობ. ჩემს ნახატებში თანამედროვე პრობლემები შეიძლება ძველი დროის პერსონაჟებმა გადმოსცენ. მაგალითად, ჯვაროსანმა მოგვითხროს ჩვენი მიტინგების ამბავი იმ ეპოქის ენაზე და იმ სტილში.

© photo: Merab Gagiladze / FBმერაბ გაგილაძის შემოქმედება
ქართული მიტინგები, ჯვაროსნები და შუა საუკუნეების ესთეტიკაში გადატანილი რეალობა - Sputnik საქართველო
მერაბ გაგილაძის შემოქმედება

- ოღონდ ეგ არა! რას ვერჩით ჯვაროსნებს?!

- არაფერს, მაგრამ მე ხალხთან და სამყაროსთან ურთიერთობის ასეთი ენა ავირჩიე, რაც საინტერესოდ მიმაჩნია.

- დარწმუნებული ვარ, თქვენ შემთხვევაში კითხვა, მხატვარი რომ არ გამოსულიყავით, მაშინ ვინ-მეთქი, უადგილოა...

- მე ასე გეტყვით – რომ არა მხატვარ-ფერმწერი, მხატვარ-გრაფიკოსი ვიქნებოდი, მხატვარ-გრაფიკოსი თუ არა, მოქანდაკე ვიქნებოდი, მოქანდაკე თუ არა, კერამიკოსი გამოვიდოდი და ასე... ისევ სადღაც „მანდ“ ვიქნებოდი აუცილებლად.

© photo: Merab Gagiladze / FBმერაბ გაგილაძის შემოქმედება
ქართული მიტინგები, ჯვაროსნები და შუა საუკუნეების ესთეტიკაში გადატანილი რეალობა - Sputnik საქართველო
მერაბ გაგილაძის შემოქმედება

- სახლში რატომ არ გაქვთ თქვენი ნამუშევრები?

- ასეა, სახლში ჩემი არც ერთი ნამუშევარი არ არის. იმიტომ რომ ყველა გაყიდულია. არც ერთს არ ვიტოვებ. როცა ნახატს ვასრულებ, ვდებ და ეგრევე იყიდება. ხშირად ინტერვიუზეც უარს ამიტომ ვამბობ ხოლმე, რომ სახლში ჩემი არც ერთი ნახატი არ მაქვს. რეალურად ვერაფერს ნახულობენ. ერთადერთი, სოციალურ ქსელებში ვდებ. ისიც, რომ არა მეუღლე, ალბათ ეგეც დამეზარებოდა.

- მეუღლეც ხელოვანია და ერთ ოჯახში ორი მხატვრის თანაარსებობა კარგია თუ რთული?

- ჩემი მეუღლე ირმა კუსიანი მხატვარია და ჩვენ შემთხვევაში ეს თანაარსებობა კარგია. სხვასთან როგორ არის, არ ვიცი. ისე, ყველაფერი შესაძლებელია, მონდომებას გააჩნია. მე და ჩემი მეუღლე 24-საათიან შემოქმედებით პროცესში ვართ. ეს არ არის რაღაც განწყობაზე დამოკიდებული, საქმეა, რომელსაც სიამოვნება მოაქვს.

© photo: Merab Gagiladze / FBმერაბ გაგილაძის შემოქმედება
ქართული მიტინგები, ჯვაროსნები და შუა საუკუნეების ესთეტიკაში გადატანილი რეალობა - Sputnik საქართველო
მერაბ გაგილაძის შემოქმედება

- თქვენს ნამუშევრებში საკუთარი თავის გამოსახვა თუ გიცდიათ?

- საკუთარი თავი ყველა ნახატშია, ოღონდ სადღაც კუთხეში, შეუმჩნევლად ყველგან ვარ.

- ანუ „დამკვირვებლის“ პოზიცია გიკავიათ?

- ალბათ უფრო ამბის მთხრობელის...

© photo: Merab Gagiladze / FBმერაბ გაგილაძის შემოქმედება
ქართული მიტინგები, ჯვაროსნები და შუა საუკუნეების ესთეტიკაში გადატანილი რეალობა - Sputnik საქართველო
მერაბ გაგილაძის შემოქმედება

- ყველაზე უცნაური ამბავი რომელი მოგიყოლიათ?

- მაგალითად, ბოლოს დავდე ნახატი, რომელსაც დავარქვი „მისი უდიდებულესობა დრო“. იქ დედოფალივით გამოსახულია ქალის ფიგურა, რომელიც თავად დროა და ხელში მეფის სახით მარიონეტი უჭირავს. იმ მეფეს საათი უჭირავს და ჰგონია, რომ ყველაფერს თავად მართავს. მაგრამ სინამდვილეში მარიონეტია. ყველაზე დაუმარცხებელი და მარადიული კი სამყაროში მაინც დროა.

- პირამიდა და ხელოვნება?

- ეგეც პირობითია... დროა ძალიან აბსტრაქტული და მუდმივი, დანარჩენი ყველაფერი მოდის და მიდის...

© photo: Merab Gagiladze / FBმერაბ გაგილაძის შემოქმედება
ქართული მიტინგები, ჯვაროსნები და შუა საუკუნეების ესთეტიკაში გადატანილი რეალობა - Sputnik საქართველო
მერაბ გაგილაძის შემოქმედება

- როგორც ვატყობ, თქვენ იცით დროის ფასი...

- დიახ, თანაც ძალიან კარგად ვიცი.

- თითო ნახატის შექმნას რამდენი დრო სჭირდება?

- საშუალოდ ერთი თვე. ტექნიკაა ისეთი რთული, რომ მის დახატვას დრო მიაქვს. ნახატი შეიძლება პატარა ზომის იყოს, მაგრამ მის შესაქმნელადაც დიდი დროა საჭირო.

© photo: Merab Gagiladze / FBმერაბ გაგილაძის შემოქმედება
ქართული მიტინგები, ჯვაროსნები და შუა საუკუნეების ესთეტიკაში გადატანილი რეალობა - Sputnik საქართველო
მერაბ გაგილაძის შემოქმედება

- ბატონო მერაბ, ხატვის სწავლა შეიძლება?

- მე სულ ვამბობ, რომ ხატვის სწავლა შეიძლება, მაგრამ მხატვრობის სწავლა არ შეიძლება. ხატვის სწავლა ტექნოლოგიურად შეიძლება ისწავლო. მხატვრობა კი სულ სხვა თემაა.

- მხატვრობა თქვენთვის გამოსახვის ფორმაა, თავშესაფარი, არსებობის წყარო თუ ყველაფერი ერთად?

- პრინციპში ძალიან კარგად ჩამოთვალეთ და ჩემთვის ყველაფერი ერთადაა, მით უმეტეს, როცა ხელოვნებას თანამედროვე გაგებით, როგორც პროფესიონალი, ისე უყურებ...

 

ყველა ახალი ამბავი
0