თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. აშშ-ში, მასაჩუსეტსის მრავალპროფილურ საავადმყოფოში სწორედ ახლა უნიკალური კლინიკური კვლევები მიმდინარეობს. ექვს პაციენტს, მძიმე დამწვრობის გამო, ექიმებმა გენეტიკურად მოდიფიცირებული ღორის კანი გადაუნერგეს.
გავრცელებული ინფორმაციით, პირველი ოპერაციები ჯერ კიდევ ოქტომბერში ჩატარდა, ექსპერიმენტის საბოლოო შედეგები კი მიმდინარე წლის ივლისში გახდება ცნობილი.
ირკვევა, რომ ამის პარალელურად, ჩინეთში მოხალისეებს ამზადებენ გენმოდიფიცირებული გოჭების შინაგანი ორგანოების გადასანერგავად ამზადებენ. ჯერჯერობით ლაბორატორიაში ამოწმებენ ღორის უჯრედების გენეტიკურ თავსებადობას ადამიანის უჯრედებთან.
როგორც ცნობილია, პირველი წარმატებული ტრანსპლანტაცია ჯერ კიდევ 2013 წელს განხორციელდა. მაშინ, ამერიკელმა მკვლევარებმა გენმოდიფიცირებული ღორების გულები გადაიტანეს 5 პავიანი ანუბისის (მაიმუნების) მუცლის ღრუში, თანაც საკუთარი დაუტოვეს. ერთ–ერთმა საცდელმა პავიანმა სხვისი ორგანოთი თითქმის სამ წლამდე იცოცხლა.
ოთხი წლის შემდეგ მკვლევარებმა ამოცანა გაართულეს: 14 ბაბუინს გულები ღორის გულებით შეუცვალეს. ამ პროცედურის შემდეგ 40 დღის განმავლობაში ათი ბაბუინი დაიღუპა — ძირითადად, ღვიძლის ან გულის უკმარისობით.
ამის შემდეგ მეცნიერებმა მაიმუნებს გადაუნერგეს ორგანოები, რომლებიც მანამდე სპეციალურ აპარატთან იყო მიერთებული და მისი მეშვეობით მდიდრდებოდა საკვები ნივთიერებებითა და ჟანგბადით. ყველა ოპერირებულ მაიმუნს აძლევდნენ სპეციალურ მედიკამენტებს, რომლებიც გადანერგილი ღორის გულის ზრდას აფერხებდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ღორის გული იზრდებოდა და მეზობელ ორგანოებს აზიანებდა. ამ ოპერაციის შემდეგ ორმა ბაბუინმა 3 თვე იცოცხლა, კიდევ ორმა კი — ნახევარი წელიწადი. ცხოველთა სიკვდილის მიზეზი გადანერგილი გულების ზომები აღმოჩნდა. ოპერაციის მომენტიდან ისინი ზომაში თითქმის ორჯერ გაიზარდა და მაიმუნებს ქსოვილთა ნეკროზი დაეწყოთ.
2019 წელს ჩინელმა მეცნიერებმა განაცხადეს, რომ მათ გამოიყვანეს ღორის ისეთი ჯიშები, რომელთა ორგანოების გადანერგვა ადამიანებისთვის უსაფრთხოა.
ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ ღორისა და ადამიანი უჯრედების კულტივირებისას, ეს უკანასკნელი ვირუსდება. ინფიცირებულმა უჯრედებმა კი შესაძლებელია ვირუსი ჯანმრთელ უჯრედებზეც გადაიტანოს. ამიტომ ღორის მსხვილი ორგანოების, როგორიცაა ღვიძლი ან გული, გადანერგვისას ინფიცირება არ არის გამორიცხული.
მეცნიერები არ გამორიცხავენ იმასაც, რომ პაციენტის იმუნურ სისტემას რეაქცია ჰქონდეს უცხო ორგანოებზე. ამის მოგვარება შესაძლებელია მედიკამენტების —იმუნოსუპრესორების გამოყენებით.
მკვლევარების თქმით, ზაფხულში კომპანია ჩაატარებს პრეკლინიკურ კვლევებს, მომდევნო 5 წლის განმავლობაში კი დაიწყებს ადამიანებში ღორის ორგანოების გადანერგვის ტესტირებას.
პირველი ადამიანი, რომელსაც ცხოველის ორგანო გადაუნერგეს, იყო ამერიკელი, რომლის სახელიც არ საჯაროვდება და რომელსაც სხეულის ფართო დამწვრობა ჰქონდა. 2019 წლის ოქტომბერში მასაჩუსეტსის მრავალპროფილურ საავადმყოფოში მას გადაუნერგეს გენმოდიფიცირებული ღორის კანი — 5 სმ X 5 სმ-ზე ზომისა. ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ მან 5 დღე დაჰყო და ამ დროის განმავლობაში არანაირი გართულება არ გამოვლენილა. ამის შემდეგ პაციენტს კანი ისევ მოაცილეს და დამწვრობის საწინააღმდეგო მკურნალობა გაუგრძელეს.
ტრანსპლანტაცია ჩატარდა კლინიკური კვლევის თვალსაზრისით, რომელსაც უკვე მეორე წელია ატარებს კომპანია XenoTherapeutics–ი. FDA-ის (ჯანდაცვის ამერიკული ანალოგი) მონაცემებით, ამ ცდების საბოლოო შედეგები ივლისის შუა რიცხვებისთვის იქნება ცნობილი.
აღსანიშნავია, რომ მედიკოსებმა, ღორის კანის გარდა, პაციენტს გარდაცვლილი ადამიანის კანიც გადაუნერგეს. 5 დღის შემდეგ ორივე გადანერგილი კანი მოხსნეს და მათ ქვეშ არსებულ ჭრილობაზე ვერანაირი სხვაობა ვერ შენიშნეს. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ადამიანის იმუნიტეტმა ცხოველის ორგანო ადამიანის ორგანოდ აღიქვა. ამის შემდეგ პაციენტს ნისივე ბარძაყიდან აღებული კანის ანათალი გადაუნერგეს და ჭრილობა წარმატებით შეხორცდა.
მკვლევარები იმედოვნებენ, რომ უახლოეს მომავალში, სერიოზული და ფართო დამწვრობის დროს, ღორის კანს დროებითი პაჩის სახით გამოიყენებენ.