ბრძოლა კიბოსთან: ბრიტანელმა მეცნიერებმა უნივერსალური მეთოდი იპოვეს

© Pixabay / jarmolukლაბორატორიული კვლევა
ლაბორატორიული კვლევა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მეთოდი გამოიცადა ფილტვის, სისხლის, ნაწლავის, მკერდის, ძვლის, პროსტატის, საკვერცხეებისა და საშვილოსნოს ყელის კიბოთი დაავადების შემთხვევებზე, რა დროსაც Т-ლიმფოციტებმა გაანადგურეს კიბოს უჯრედები, ჯანმრთელს კი არ შეეხნენ.

თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. კარდიფის (უელსი) უნივერსიტეტის მეცნიერთა გუნდის აღმოჩენამ შესაძლებელია ექიმებს საშუალება მისცეს, ადამიანის იმუნური სისტემა კიბოს უჯრედების წინააღმდეგ „განაწყონ“, რაც გზას გაუხსნის კიბოს საწინააღმდეგო უნივერსალური საშუალების შექმნას. 

მეთოდი კლინიკურად ჯერ არ გამოუცდიათ, მაგრამ მკვლევარები ამბობენ, რომ მას დიდი პოტენციალი აქვს. ნაშრომის მოკლე შინაარსი გამოქვეყნდა ჟურნალში Nature Immunology.  

ხილის წვენი და ვიტამინები - Sputnik საქართველო
ასკორბინოთერაპია კიბოს წინააღმდეგ: აღმოჩენილია C  ვიტამინის ახალი თვისებები

კვლევის არსი „უჩვეულო“ საშუალებების ძიებაში მდგომარეობდა, რომლითაც იმუნური სისტემა ავთვისებიან სიმსივნეებს შეებრძოლებოდა. 

მეცნიერებმა შეძლეს განსაკუთრებული ტიპის Т-ლიმფოციტის (Т-უჯრედის) აღმოჩენა, რომელიც ადამიანის ორგანიზმში იმუნურ რეაქციებზეა პასუხისმგებელი. 

მეცნიერების მიერ აღმოჩენილ უჯრედს, სხვა უჯრედებისგან განსხვავებით, შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს სხვადასხვა სახის საფრთხეებს.

„არსებობს შანსი, რომ ამან ყველა პაციენტის განკურნება შეძლოს. ადრე ვერავინ იფიქრებდა, რომ ეს შესაძლებელი იყო“, – განაცხადა მკვლევარმა ჰენრი სიუელმა. 

მეთოდი გამოიცადა ფილტვის, სისხლის, ნაწლავის, მკერდის, ძვლის, პროსტატის, საკვერცხეებისა და საშვილოსნოს ყელის კიბოთი დაავადების შემთხვევებზე, რა დროსაც Т-ლიმფოციტებმა გაანადგურეს კიბოს უჯრედები, ჯანმრთელს კი არ შეეხნენ. 

როგორ განასხვავებს Т-ლიმფოციტები კიბოს უჯრედებს ჯანმრთელისგან, ჯერჯერობით უცნობია. მისი რეცეპტორი ურთიერთქმედებს ე.წ. MR1 მოლეკულასთან, რომელიც ადამიანის ორგანიზმის ყველა უჯრედის ზედაპირზე მდებარეობს.

ონკოდისპანსერის პაციენტი - Sputnik საქართველო
არის თუ არა კიბო გადამდები: მეცნიერებმა ახალი ჰიპოთეზა წამოაყენეს

მიიჩნევა, რომ კიბოს უჯრედები MR1-ს იმუნური სისტემისგან შესანიღბად „იყენებენ“. მაგრამ კარდიფელი მკვლევარების აზრით, შესაძლოა Т-ლიმფოციტი MR1-სგან იღებდეს სიგნალს, რომ უჯრედის მეტაბოლიზმი დაირღვა და რომ ეს უჯრედი სიმსივნურია. 

როგორც კვლევის ერთ-ერთი მონაწილე ჰარი დალტონი ამბობს, კარდიფელი მეცნიერები პირველები არიან, ვინც კიბოს უჯრედში MR1-ის აღმომჩენი Т-უჯრედები აღწერეს. 

  • „მანამდე ეს არავის გაუკეთებია“, – განაცხადა მეცნიერმა. 

აღსანიშნავია, რომ ეს კვლევა პირველი არ არის ამ სფეროში. ექსპერიმენტები იმუნური სისტემის კიბოს საწინააღმდეგოდ განსაწყობად დიდი ხანია მიმდინარეობს.

მათგან ყველაზე ცნობილია CAR-T. ლეიკემიის საწინააღმდეგო ეს საშუალება იმუნურ სისტემას ამ ტიპის კიბოს საწინააღმდეგოდ აპროგრამებს, რათა იპოვოს და გაანადგუროს კიბოს უჯრედები. ამის შემდეგ მოდიფიცირებული ლიმფოციტები პაციენტის სხეულში ბრუნდება და მათი რაოდენობა ყოველ ჯერზე იზრდება, როცა ისინი კიბოს უჯრედებს ეჯახებიან. 

ყველა ახალი ამბავი
0