საქართველოს საპროკურორო საბჭო გენპროკურორის თანამდებობაზე შოთაძეს წარადგენს

გამოწერა
НовостиTelegram
შოთაძეს საქართველოს გენპროკურორის თანამდებობა ერთხელ უკვე ეკავა, მან პოსტი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მოზარდების მკვლელობის ხმაურიანი საქმის ფონზე დატოვა.

თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. საპროკურორო საბჭო ყოფილ გენერალურ პროკურორს ირაკლი შოთაძეს აღნიშნულ თანამდებობაზე ახალი კანდიდატის ამპლუაში პარლამენტს წარუდგენს.

პროკურატურის შენობა - Sputnik საქართველო
ირაკლი შოთაძე „ძველ სავარძელს“ მიუახლოვდა: კანდიდატების შორტ-ლისტი

შოთაძის კანდიდატურას საპროკურორო საბჭოს 12 წევრიდან 11-მა დაუჭირა მხარი. საბოლოოდ დასამტკიცებლად მისი კანდიდატურა პარლამენტს წარედგინება.

მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოში" უკვე განაცხადეს, რომ შოთაძის კანდიდატურას მხარს დაუჭერენ.

გენპროკურორის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ უზენაეს სასამართლოში გადაინაცვლა და სისხლის სამართლის კოლეგიას ჩაუდგა სათავეში.

ვინ არის ირაკლი შოთაძე

36 წლის ირაკლი შოთაძემ გენპროკურორის თანამდებობაზე სამი წელი იმუშავა – 2015 წლის ნოემბრიდან 2018 წლის მაისამდე.

შოთაძის გენპროკურორობის პერიოდში უწყებაში გარკვეული ცვლილებები განხორციელდა. უწყებაში შეიქმნა სპეციალური დეპარტამენტი, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში ჩადენილ დანაშაულებს იძიებდა. გარდა ამისა, გაჩნდნენ სპეციალური პროკურორები ოჯახური ძალადობის საკითხებში, ასევე გაჩნდა გენპროკურატურასთან არსებული საკონსულტაციო საბჭო.

ირაკლი შოთაძე - Sputnik საქართველო
სკანდალური გასაუბრება ირაკლი შოთაძესთან

ამ პერიოდში გენერალურმა პროკურატურამ გახსნა რამდენიმე გახმაურებული საქმე, მათ შორის სამშენებლო კომპანია "ცენტრ-პოინტის" თაღლითობის საქმე, ჟურნალისტის პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების საქმე, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობის საქმე.

თუმცა, 2017 წლის დეკემბერში მოზარდების მკვლელობის საქმის გამოძიება შოთაძის კარიერისათვის ფატალური აღმოჩნდა. პროკურატურამ ვერ დაამტკიცა დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულის ბრალეულობა და შოთაძე საპროტესტო აქციების და საზოგადოების აღშფოთების ფონზე გადადგა. მოგვიანებით გაირკვა, რომ მოსწავლეების მკვლელობის საქმეში გარეული იყო პროკურატურის თანამშრომელი მირზა სუბელიანი, რომელიც თავის ნათესავს ხელს აფარებდა.

მანამდე შოთაძეს პრეტენზიებს უყენებდნენ 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის დაღუპვის გარემოებების გამოძიების გაჭიანურებასთან დაკავშირებით, ასევე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გატაცების საქმის და სხვა საქმეების გამო, რომლებშიც პოლიციელები ან სპეცსამსახურების თანამშრომლები ფიგურირებდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0