პოლიციამ მარტყოფში ღვთაების მონასტერში მომხდარი მკვლელობა გახსნა

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა  ღვთაების მონასტრის ტერიტორიაზე, 1958 წელს დაბადებულ რუსეთის მოქალაქეს ნაჯახის გამოყენებით კისრის არეში დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა.

თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. სამართალდამცველებმა მარტყოფთან მდებარე ღვთაების მონასტრის ტერიტორიაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 51 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
მკვლელობა მონასტერში: არის თუ არა მოკლული რუსეთის მოქალაქე

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 5 თებერვალს, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, მარტყოფთან მდებარე ღვთაების მონასტრის ტერიტორიაზე, ერთ-ერთ კელიაში, 1958 წელს დაბადებულ რუსეთის მოქალაქეს - ი.დ.-ს ნაჯახის გამოყენებით კისრის არეში დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა. კ.შ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - ნაჯახი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

უწყების ინფორმაციით 1969 წელს დაბადებული, წარსულში მკვლელობისთვის ნასამართლევი კ.შ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0