ფოთის ყოფილი მერი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშიმოსამართლის ჩაქუჩი
მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალდებულის ადვოკატის თქმით, მტკიცებულებათა განადგურების და მიმალვის საფრთხე არ არსებობს, მაგრამ მისი შუამდგომლობა 10 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ აღკვეთი ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა.

თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ფოთის ყოფილი მერი ირაკლი კაკულია  და მასთან ერთად დაკავებული ყოფილი საჯარო მოხელეები პატიმრობაში დატოვა, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.

დაკავება - Sputnik საქართველო
ფოთის იზოლატორიდან ყოფილი მერი ზუგდიდში გადაიყვანეს

მოსამართლე შოთა ბიჭიამ მსჯავრდებულის უფლებადამცველის ედიშერ ქარჩავას შუამდგომლობა 10 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ აღკვეთი ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა.

როგორც მსჯავრდებულის ადვოკატმა ედიშერ ქარჩავამ განაცხადა, უკვე არ არსებობს მტკიცებულებათა განადგურების საფრთხე. მისივე თქმით,  გასათვალისწინებელია ის, რომ ბრალში მითითებულია სამი მოწმე, რომლებიც ბრალდებულები არიან და მათზე არანაირი სახის ზეწოლა არ განხორციელებულა და არც მომავალში განხორციელდება.

მისივე მტკიცებით, არც მიმალვის საფრთხე არსებობს და მისი დაცვის ქვეშ მყოფი თანახმაა ითანამშრომლოს გამოძიებასთან.

თავად კაკულიამ კი სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ ცნობს მხოლოდ ერთ ბრალდებაში - სამსახურეობრივ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.

შეგახსენებთ, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2019 წლის 8 ნოემბერს 3 მოქმედი, ერთი კი ყოფილი საჯარო მოხელე დააკავა. მათ შორის ფოთის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი და ამჟამინდელი საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია.

ფოთის საკრებულოს სხდომა - Sputnik საქართველო
ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს უფლებამოსილება შეუჩერდა

უწყების ინფორმაციით, დაკავებულებს ბრალად ედებათ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლებაში დახმარება, სახელმწიფო ქონების გაფლანგვა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სამსახურებრივი გულგრილობა და ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადება-გამოყენება. გამოძიების ინფორმაციით, მოხელეებმა 528 821 ლარი მიიტაცეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე, 182-ე, 338-ე, 332-ე, 342-ე და 210-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 11-დან 15-წლამდე ვადით ითვალისწინებს.

ნიკა ლატარია

ყველა ახალი ამბავი
0