თბილისში ირანის მოქალაქე არასრულწლოვან შვილებზე ძალადობდა

© photo: Sputnik / Kirill Kallinikov / გადასვლა მედიაბანკშიდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ირანის მოქალაქე, რომელსაც საქართველოში დროებითი ბინადრობის უფლება ჰქონდა, გაასამართლეს და ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს.

თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ირანის მოქალაქე საკუთარ ორ არასრულწლოვან ქალიშვილზე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში დამნაშავედ ცნო, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.

გამოძიების ცნობით, ირანის მოქალაქემ, რომელსაც საქართველოში დროებითი ბინადრობის უფლება აქვს, 2019 წლის 30 აპრილს დიდუბე–ჩუღურეთის რაიონის პოლიციას მიმართა და ორი არასრულწლოვანი ქალიშვილის მოძებნაში დახმარება სთხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო
არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის საქმე: სასამართლომ სამი ბრალდებული პატიმრობაში დატოვა

იმავე დღეს პოლიციას მიმართეს მისმა ქალიშვილებმა და განაცხადეს, რომ მათი მამა მათზე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას სისტემატურად ახორციელებდა. საქმეში სოციალური მუშაკები ჩაერთნენ და გოგონები ოჯახური ტიპის სახლში გადაიყვანეს.

გამოძიების პროცესში დადგინდა, რომ 2018 წლიდან მამაკაცი ქალიშვილებს რეგულარულად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, აიძულებდა ემუშავათ და გამომუშავებული თანხა მისთვის სრულად გადაეცათ. 2018 წლის მაისიდან კი მამა გოგონებს აიძულებდა, რომ დამორჩილებოდნენ მას და მათზე სექსუალური ხასიათის ქმედებებს ახორციელებდა. ერთ-ერთ გოგონას უძილობისა და ქრონიკული დაღლილობის ნიადაგზე ფსიქოლოგიური პრობლემები გაუჩნდა და თვითმკვლელობაც კი სცადა. მეორე კი სხეულზე მიყენებული ფიზიკური დაზიანებებით საავადმყოფოში მოხვდა.

ირანის მოქალაქეს ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

ყველა ახალი ამბავი
0