თუ მოწმედ გამოგიძახეს – იცოდეთ თქვენი უფლებები

© photo: Supreme Court of Georgia / FB სასამართლოს დარბაზი
სასამართლოს დარბაზი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცხოვრება სიურპრიზებითაა სავსე და ერთ მშვენიერ დღეს, შესაძლოა, მოწმის სახით გამოგიძახონ. მნიშვნელოვანია, იცოდეთ თქვენი უფლებები – რას გავალდებულებთ კანონმდებლობა ამ დროს და რა უნდა გაითვალისწინოთ.

გაითვალისწინეთ: ვიდრე მოწმედ გამოცხადდებით, გაიარეთ კონსულტაცია ადვოკატთან. სპეციალისტის რეკომენდაცია აუცილებელია, რადგან თქვენი ჩვენება, შესაძლოა, გადამწყვეტი იყოს პირის ბრალეულობის დასადგენად, რაც ძალიან საპასუხისმგებლო საკითხია.

ვინ არის მოწმე

მოწმე შეიძლება იყოს ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ფლობს ინფორმაციას სისხლის სამართლის საქმეზე გარემოების დასადგენად. გაითვალისწინეთ, ჩვენებაზე უარის თქმისა და ცრუ ჩვენების მიცემისთვის თქვენ პასუხს აგებთ სისხლის სამართლის წესით.

თქვენ მოწმის სტატუსსა და უფლება-მოვალეობებს იძენთ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე გაფრთხილებისა და ფიცის დადების შემდეგ. მოწმე სასამართლოში დებს რელიგიურ ან სამოქალაქო ფიცს.

თბილისის აეროპორტი - Sputnik საქართველო
საზღვარგარეთ გამგზავრება პირობითი მსჯავრის დროს – იცოდეთ თქვენი უფლებები

რა უნდა იცოდეთ, თუ მოწმის სახით გამოგიძახებენ?

- პირველი აუცილებელი დეტალი არის ის, რომ იცოდეთ, რა საქმის გამო ხართ გამოძახებული;

- თუ არ იცით, ან სათანადოდ არ იცით სისხლის სამართლის პროცესის ენა, ჩვენება მიეცით მშობლიურ ან თქვენთვის სასურველ სხვა ენაზე და ისარგებლეთ თარჯიმნის მომსახურებით სახელმწიფოს ხარჯზე;

- გაეცანით თქვენი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების ოქმს, მოითხოვეთ მასში შენიშვნების, დამატებებისა და ცვლილებების შეტანა;

- უფლება გაქვთ, არ მისცეთ ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში გაგამხელთ თავად თქვენ, ან თქვენს ახლო ნათესავს;

- უფლება გაქვთ, მონაწილეობა მიიღოთ საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაში;

- უფლება გაქვთ, მოითხოვოთ დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენება.

განქორწინება - Sputnik საქართველო
თუ მეუღლეს განქორწინება არ სურს... იცოდეთ თქვენი უფლებები

გარდა უფლებებისა, რა ვალდებულებები გეკისრებათ როგორც მოწმეს?

- უნდა გამოცხადდეთ სასამართლოს გამოძახებით;

- უპასუხოთ დასმულ შეკითხვებს;

- არ გაამჟღავნოთ საქმესთან დაკავშირებით თქვენთვის ცნობილი გარემოებები, თუ ამის შესახებ სასამართლომ გაგაფრთხილათ;

- დაიცვათ წესრიგი საქმის სასამართლო განხილვის დროს;

- სხდომის თავმჯდომარის ნებართვის გარეშე არ დატოვოთ სასამართლო სხდომის დარბაზი.

გაითვალისწინეთ, თუ თქვენ ნებაყოფლობით არ გამოცხადდებით სასამართლოში მოწმის სტატუსით, შეიძლება იქ იძულებით მიგიყვანონ.

არსებობს მოქალაქეების გარკვეული კატეგორია, ვისაც აქვს უფლება, მოწმის სახით დაკითხვაზე უარი განაცხადოს.

დაკავება - Sputnik საქართველო
თუ მოულოდნელად დაგაკავეს...იცოდეთ თქვენი უფლებები

მოწმედ დაკითხვისა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის შემცველი საგნის, დოკუმენტის, ნივთიერების ან სხვა ობიექტის გადაცემის ვალდებულება არ ეკისრება:

- ადვოკატს, იმ გარემოების შესახებ, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა ამ საქმეში ადვოკატის მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით;

- სასულიერო პირს, იმ გარემოების შესახებ, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა აღსარების ან სხვაგვარად განდობის შედეგად;

- ბრალდებულის ახლო ნათესავს;

- სახალხო დამცველს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს იმ ფაქტის გამო, რომელიც მას გაანდეს, როგორც სახალხო დამცველს;

- საქართველოს პარლამენტის წევრს იმ ფაქტის გამო, რომელიც მას გაანდეს, როგორც წარმომადგენლობითი ორგანოს წევრს;

- მოსამართლეს იმ გარემოების შესახებ, რომელიც სასამართლოს თათბირის საიდუმლოებაა;

ოფისის თანამშრომელი პოზიტიურ განწყობაზე - Sputnik საქართველო
თუ სამსახურიდან უკანონოდ გაგათავისუფლეს... იცოდეთ თქვენი უფლებები

- ჟურნალისტს პროფესიული საქმიანობისას მიღებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით;

სასამართლოს უფლება აქვს, მოწმის მოვალეობის შესრულებისაგან გაათავისუფლოს

- სამედიცინო მუშაკი, თუ მას პროფესიულად ევალება საექიმო (სამედიცინო) საიდუმლოების დაცვა; 

- კონტრტერორისტული ან/და სპეციალური ოპერაციის მონაწილე პირი (მის პროფესიულ მოვალეობასთან დაკავშირებით), რომლის საქმიანობაც გასაიდუმლოებულია და ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები სახელმწიფო საიდუმლოებას მიეკუთვნება.

- ნოტარიუსი, საჯარო მოსამსახურე, სამხედრო მოსამსახურე და მათთან გათანაბრებული პირი, თუ მათ ნაკისრი აქვთ ვალდებულება, არ გაამჟღავნონ მიღებული ინფორმაციის წყარო და შინაარსი;

პირი, რომელიც სამუშაოზე იმ პირობით არის მიღებული, რომ არ გაამჟღავნებს კომერციულ ან საბანკო საიდუმლოებას;

გირჩევთ, მოწმედ გამოძახებისას თავი არ აარიდოთ საგამოძიებო ორგანოებთან და სასამართლოსთან თანამშრომლობას, თუმცა გამოკითხვამდე აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ადვოკატთან. თუ მოწმედ ადვოკატთან კონსულტაციის გარეშე გამოცხადდებით, შესაძლოა, ბევრ პრობლემას წააწყდეთ.

მუდამ გახსოვდეთ, რომ საკუთარი უფლებების დაცვის საუკეთესო საშუალება მხოლოდ და მხოლოდ ინფორმირებულობაა. სამართლებრივი საკითხების ცოდნა კი გარანტიაა იმისა, რომ თავი მუდამ დაცულად იგრძნოთ.

 

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური