მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ერდოღანის ფეთქებადი ხასიათი მოსკოვის სასარგებლოდ მუშაობს

© photo: Sputnik / Sergey Guneev / გადასვლა მედიაბანკშირეჯეფ ერდოღანი
რეჯეფ ერდოღანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თურქეთის პრეზიდენტი კიდევ ერთხელ ამჟღავნებს მთელი მსოფლიოს წინაშე თავშეუკავებლობასა და ფეთქებად ხასიათს.

ირინა ალქსნისი

უკრაინაში ვიზიტის წინ რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არ ცნობს „ყირიმის უკანონო ანექსიას“. უკვე კიევში კი საპატიო ყარაულს მიესალმა სიტყვებით „დიდება უკრაინას“. 

ამ ნაბიჯების მიღმა აშკარად ილანდება მოსკოვისთვის ჩხვლეტისა და მისი გაღიზიანების სურვილი, რის მიზეზადაც იდლიბის ირგვლივ განვითარებული მოვლენები იქცა.

ბოლო დღეებში ერდოღანმა მოასწრო დაედანაშაულებინა მოსკოვი შეთანხმებების დარღვევასა და დამასკის ქმედებებზე თვალის დახუჭვაში. თურქეთის ლიდერი, როგორც სჩვევია, მაინცდამაინც არ არჩევდა სიტყვებს. კერძოდ, მისი თქმით, რუსულ მხარეს მიაწოდეს სიგნალი „არ გადაგვიდგეთ გზაზე“. 

სირიის არმიის ჯარისკაცები - Sputnik საქართველო
დატყვევებულმა ტერორისტებმა სირიაში თურქეთის როლზე ისაუბრეს

კრემლის რეაქცია ანკარიდან გახმოვანებულ უამრავ მკვეთრ გამონათქვამზე იყო აქცენტირებულად მშვიდი, რის ფონზეც  თურქული მხარის  ემოციური გაუწონასწორობლობა სისუსტედ გამოიყურება. ამასთან მეტყველებს ერდოღანის უუნარობაზე, შეიკავოს თავი და გაუმკლავდეს იმ ვითარებას, რომელიც გახდა კიდეც მისი ამგვარი ქცევის მიზეზი.

საჭიროა გავიხსენოთ, რომ იდლიბი — ეს არის რეგიონი სირიის ჩრდილო-დასავლეთში, რომელიც თურქეთს ესაზღვრება. მას ანტისამთავრობო ძალები აკონტროლებენ, მათ შორის, ღიად ტერორისტული დაჯგუფება „ჯებჰათ ან-ნუსრა“. 

მთავარი კი ისაა, რომ იქ ძალიან დიდია თურქეთის ინტერესები, რაც ადგილზე პროთურქული შეიარაღებული ფორმირებებისა და მეზობელი ქვეყნების რეგულარული ჯარების ყოფნაში გამოიხატება.

სწორედ ამიტომ ვითარება იდლიბში არაერთხელ გამხდარა განსაკუთრებული საერთაშორისო შეთანხმებების საგანი, რომელთა მიზანიც რაიონში ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების შეჩერება იყო. ტერიტორია დეესკალაციის ზონად გამოცხადდა — დამასკისთვის კონტროლის გადაცემის გარეშე.

მაგრამ სირიის არმიას დარჩა უფლება, ეომოს ტერორისტებს ამ ტერიტორიაზე, რითაც არის კიდეც დაკავებული: დეკემბერში დაიწყო იდლიბში სამთავრობო ჯარების ოპერაციის მეორე აქტიური სტადია. ამ დროისათვის ბრძოლები ქალაქ სარაქიბისთვის მიმდინარეობს.

და გამომდინარე ანკარის მტკივნეული რეაქციიდან, რეგიონში პროცესი დამასკის სასარგებლოდ ვითარდება.

მდგომარეობა რამდენიმე დღის წინ გამწვავდა, როცა იდლიბზე საჰაერო შეტევის შედეგად თურქეთის რვა მოქალქე დაიღუპა, მათ შორის, ხუთი სამხედრო. გარდა ამისა, დაიჭრა ცხრა ჯარისკაცი. ერდოღანის ტქმით, საპასუხო დარტყმებით 76 სირიელი სამხედრო გაანეიტრალეს.

სირიის პროვინცია იდლიბში ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს - Sputnik საქართველო
სირიის პროვინცია იდლიბში ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს

ექსპერტებიდან და დამკვირვებლებიდან პრაქტიკულად არავის ეპარება ეჭვი, რომ მომხდარი, ისევე როგორც თურქეთის ლიდერის ხისტი გამონათქვამები, პრინციპულად ვერაფერს შეცვლის რუსეთთან მისი ქვეყნის ურთიერთობაში. შეუძლებელია, ამას თავადაც არ აცნობიერებდეს.  

არაფერია ახალი იმაში, რომ სირიის საკითხებში ჩართული სახელმწიფოების ინტერესები ბევრ რამეში განსხვავებული მიმართულებისაა. თითოეული მხარე ხელშეკრულებებს თავის სასარგებლოდ განმარტავს და იყენებს წარმოქმნილ შესაძლებლობებს.

მაგალითად, თურქი სამხედროების ყოფნა იდლიბში — ეს არსებული შეთანხმების დარღვევაა, რაზეც  პირდაპირ მიუთითა სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

ამასთან ერთად, ანკარისა და მოსკოვის ურთიერთობებში იმდენი სხვა უმნიშვნელოვანესი თემა არსებობს (დაწყებული „თურქული ნაკადიდან“ და С-400-დან, დასრულებული ცნობილი თურქული პომიდვრებით), რომ სირიის მიმართულებით გართულებები საბედისწერო გავლენას ვერ მოახდენს ორი ქვეყნის ურთიერთობაზე.

მიმდინარე მოვლენების მაგალითზე ჩანს, როგორ მუშაობს რუსეთის საგარეოპოლიტიკური სტრატეგია სტაბილურობის შენარჩუნებისთვის თვით ყველაზე რთული და კონფლიქტური  მიმართულებებით. ამგვარი მიდგომის უმნიშვნელოვანესი ელემენტი — ეს ორმხრივი სარგებლისა და ერთმანეთზე დამოკიდებულების პრინციპებზე მომუშავე მრავალფეროვანი პროექტებისთვის ქსელის ფორმირებაა. ეს შესამჩნევად ამცირებს ესკალაციის ალბათობას ურთიერთობებში და ასევე მისი გადატანის შესაძლებლობას თანამშრომლობის სხვა მიმართულებებზე, აიძულებს რა მონაწილეებს, გადაჭრან წარმოქმნილი უთანხმოებები მკაცრად კონკრეტული პრობლემის ფარგლებში. 

დუმის სცენარით: რუსეთის თავდაცვის სამინისტრო სირიაში პროვოკაციების შესახებ გაფრთხილებას ავრცელებს  - Sputnik საქართველო
დუმის სცენარით: რუსეთის თავდაცვის სამინისტრო სირიაში პროვოკაციების შესახებ საუბრობს

პრეზიდენტმა ერდოღანმა უკრაინული თემა იმ იმედით გამოიყენა, რომ ის საკმარისად მტკივნეული გამოდგებოდა მოსკოვისთვის. მაგრამ აშკარაა, რომ ეს თემა მაქსიმუმ პოლიტიკური თოქ-შოუებისთვისაა აქტუალური, ხოლო სახელმწიფო სისტემისა და საგარეო პოლიტიკისთვის აბსოლუტურად სულ ერთია, კიევის მიმართ სიმპათიის რა დონე გამოავლინა თურქეთის ლიდერმა. ზეწოლის სხვა, უფრო ფუნდამენტური ბერკეტების ხელის ხლება კი შესაძლოა თავად თურქებისთვის გამოდგეს ძალიან მტკივნეული. 

ასე რომ, თურქეთის ლიდერმა მხოლოდ ის მოახერხა, რომ კიდევ ერთხელ გააოცა საზოგადოება თავისი ემოციურობით, ფეთქებადობითა და უგუნური ნაბიჯებისადმი მიდრეკილებით, რაც ასეთი დონის სახელმწიფო მოღვაწისთვის სერიოზული სისუსტის ნიშანია. 

ამავდროულად, რუსეთ-თურქეთს შორის არსებული მდგომარეობისა და ურთიერთობების შუალედური შედეგის გათვალისწინებით, მოსკოვი ნამდვილად არ არის ის, ვინც ანკარელი პარტნიორის ესოდენ განსაკუთრებული თავისებურებების გამო უნდა იწუწუნოს.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!

 

ყველა ახალი ამბავი
0