დუმის სცენარით: რუსეთის თავდაცვის სამინისტრო სირიაში პროვოკაციების შესახებ საუბრობს

გამოწერა
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს განცხადებას მოსალოდნელი პროვოკაციების შესახებ, რომლებსაც სირიაში „თეთრი მუზარადები“ ამზადებს ექსტრემისტული დაჯგუფება „ჯებჰათ ან-ნუსრას“ ბოევიკებთან ერთად

სცენარზე ბევრი არ უფიქრიათ. საფუძვლად მათ 2018 წლის ლეგენდა აიღეს: თითქოს რესპუბლიკის სამთავრობო ჯარებმა, რუსეთის სამხედრო-კოსმოსურ ძალებთან ერთად, ქიმიური ავიაშეტევა  განახორციელეს.

ეს რუსეთის სამხედრო უწყების ვარაუდი კი არ არის, არამედ მოწმეების მიერ დადასტურებული მონაცემებია. 2013 წელს დაარსებული „თეთრი მუზარადები“ სირიის მთავრობის მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე მოქმედებს და როგორც თავად აცხადებენ, საბრძოლო მოქმედებების ზონებში მშვიდობიან მოსახლეობას ეხმარებიან.

დამასკი „აქტივისტებს“ ტერორისტებთან კავშირში სდებს ბრალს, ხოლო მოსკოვმა არაერთხელ განაცხადა, რომ ორგანიზაცია პროვოკაციებს ამზადებდა.

რის შენიღბვას ცდილობენ ინსცენირებით, იხილეთ ვიდეოში.

ყველა ახალი ამბავი
0