ნეტარი ვასილის სახელობის ტაძარი რუსეთში - Sputnik საქართველო
ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები
ახალი და საინტერესო ამბები რუსეთის, რუსული შოუბიზნესის, უცნაური მოვლენებისა და სახალისო შემთხვევების შესახებ, წაიკითხეთ „Sputnik საქართველოს“ ვებგვერდზე.

აღმოჩენილია პლასტმასის ეკოლოგიური შემცვლელი: ფასი და თვისებები უცვლელი რჩება

CC0 / Pixabay / ერთჯერადი ჭიქა
ერთჯერადი ჭიქა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მეცნიერები გეგმავენ, ღრმად შეისწავლონ დაშლის პროცესებზე გარემო ფაქტორების გავლენა, რაც ტექნოლოგიურ პროდუქტს ბაზარზე დროული გამოსვლის საშუალებას მისცემს.

თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. რუსმა მეცნიერებმა პოლიეთილენის საფუძველზე შექმნეს მასალა, რომელიც ბუნებაში იშლება. კვლევის შედეგები გამოქვეყნებულია სამეცნიერო ჟურნალ Inorganic Materials: Applied Research-ში. 

გრინფისის ხომალდი - Sputnik საქართველო
„გრინფისი“: პლანეტის პლასტიკით დაბინძურებაში Coca-Cola, PepsiCo და Nestle ლიდერობენ

გლობალური პლასტიკური დაბინძურების მზარდი პრობლემის მიუხედავად, ბიოდეგრადირებადი პოლიმერები დღეისათვის მედიცინისა და ბიოლოგიის მხოლოდ ვიწრო სფეროში გამოიყენება. მსოფლიოში წარმოებული პლასტმასის დიდი ნაწილი, მაგალითად, შესაფუთი მასალა, ათეული წლების განმავლობაში არ იშლება.

რუსმა მეცნიერებმა არაერთი წარმატებული ექსპერიმენტი ჩაატარეს პოლიეთილენის სტრუქტურის შეცვლის კუთხით და საბოლოოდ მიაღწიეს კიდეც ბიოდეგრადაციის ეფექტს. ამასთან, შენარჩუნდა მასალის ფასი და საექსპულატაციო თვისებები.

რამდენიმე მიზეზი, რატომ არ უნდა გამოიყენოთ პლასტმასის ჭურჭელი: სპეციალისტის რჩევები

კვლევის ავტორების აზრით, შემუშავებულ კომპოზიტურ მასალას მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. ტესტებმა, მათ შორის ნიადაგის ტესტებმა, მეცნიერთა აზრით, არჩეული მიდგომის პრინციპული ეფექტურობა აჩვენა.

„მექანიკური შემოწმების დროს მასალამ გამოავლინა ოპტიმალური საექსპლუატაციო მახასიათებლები, ხოლო გრუნტში ჩატარებული კვლევებით გაირკვა, რომ საცდელი ნიმუშის წონა სამ წელიწადში 20%-ით შემცირდა“, — განაცხადა კვლევის ერთ-ერთმა თანაავტორმა ელენა გრიგორიევამ.

სამეცნიერო ჯგუფი გეგმავს, უფრო ღრმად შეისწავლოს დაშლის პროცესებზე გარემო ფაქტორების გავლენა, აგრეთვე ორგანული შემავსებლების ზემოქმედება პოლიმერის მექანიკურ თვისებებზე, რაც ტექნოლოგიურ პროდუქტს ბაზარზე დროული გამოსვლის საშუალებას მისცემს.

ყველა ახალი ამბავი
0