„ქართველმა გოლიათმა“ 2020 წლის პირველი ოქროს მედალი მოიპოვა

გამოწერა
ქართველ ძალოსნებს რომის ტურნირზე ოთხი მედალი აქვთ აღებული - ორი ოქროს და ვერცხლისა და ბრინჯაოს თითო მედალი

თბილისი, 1 თებერვალი - Sputnik. ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ (+109 კგ) მსოფლიო თასზე რომში ოქროს მედალი აიღო.

ტალახაძე საუკეთესო იყო ატაცში (215 კგ) და აკვრაშიც (255 კგ). ორჭიდის ჯამის მიხედვით ჩვენმა ძალოსანმა 470 კგ აწია.

ანტონ პლესნოი - Sputnik საქართველო
ოქრო რომიდან – ქართველი ძალოსანი იტალიაში მსოფლიო თასზე პირველია

ამგვარად, საქართველოს ნაკრების ყულაბაში მედლების სრული კომპლექტი უკვე არის. გუშინ ვერცხლის მედალი მოიპოვა შოთა მიშველიძემ (62 კგ), ხოლო ბრინჯაო - გოგა ჩხეიძემ (67 კგ).

რომში მიმდინარე მსოფლიო თასზე საქართველოს ოთხი ძალოსანი წარადგენს – შოთა მიშველაძე, გოგა ჩხეიძე, ანტონ პლესნოი და ლაშა ტალახაძე. ოთხივე სამშობლოში მედლებით დაბრუნდება.

გასულ სეზონზე ტალახაძე მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი გახდა. ორივე ტურნირი ქართველმა ძალოსანმა ზედიზედ მეოთხედ მოიგო. მსოფლიო ჩემპიონატის თითოეულ ოქროსთან ერთად ტალახაძე მსოფლიო რეკორდს ამყარებს.

რამდენი მედლის აღების შანსი აქვს საქართველოს 2020 წლის ოლიმპიადაზე – ექსპერტების პროგნოზი >>

აღსანიშნავია, რომ რომში მიმდინარე მსოფლიო თასზე თამაშდება სალიცენზიო ქულებიც, რომლითაც სპორტსმენებს საშუალება ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ ტოკიოს 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში.

ყველა ახალი ამბავი
0