ოქრო რომიდან – ქართველი ძალოსანი იტალიაში მსოფლიო თასზე პირველია

გამოწერა
საქართველოს ნაკრების ანგარიშზე მედლების სრული კომპლექტია. ამ დღეებში ვერცხლის მედალი მოიპოვა შოთა მიშველიძემ (62 კგ), ბრინჯაო კი გოგა ჩხეიძემ (67 კგ).

თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. ქართველმა ძალოსანმა ანტონ პლესნოიმ (96 კგ) ძალოსნობაში მსოფლიო თასზე, რომელიც ამ დღეებში რომში იმართება, ოქროს მედალი მოიპოვა, ნათქვამია ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის Facebook-გვერდზე.

პლესნოიმ ორი ოქროს მედალი მოიპოვა და გახდა საუკეთესო ატაცში (176 კგ) და აკვრაში (210 კგ). ძალოსანი ორჭიდის ჯამში მოგროვებული 386 კილოგრამით კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა.

რიოს ოლიმპიური თამაშები - Sputnik საქართველო
რამდენი მედლის აღების შანსი აქვს საქართველოს 2020 წლის ოლიმპიადაზე – ექსპერტების პროგნოზი

ასე რომ, საქართველოს ნაკრების ანგარიშზე მედლების სრული კომპლექტია. ამ დღეებში ვერცხლის მედალი მოიპოვა შოთა მიშველიძემ (62 კგ), ბრინჯაო კი გოგა ჩხეიძემ (67 კგ).

წინ ოლიმპიური ჩემპიონის ლაშა ტალახაძის (+109 კგ) გამოსვლაა.

რომში მიმდინარე მსოფლიო თასზე საქართველოს ოთხი ძალოსანი წარადგენს – შოთა მიშველაძე, გოგა ჩხეიძე, ანტონ პლესნოი და ლაშა ტალახაძე.

აღსანიშნავია, რომ რომში მიმდინარე მსოფლიო თასზე თამაშდება სალიცენზიო ქულებიც, რომლითაც სპორტსმენებს საშუალება ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ ტოკიოს 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში.

ყველა ახალი ამბავი
0