მეორე მამა დავკარგე: გარდაიცვალა ჭიდაობის მწვრთნელი შოთა კიკაბიძე

© photo: Sputnik / Stringerანთებული სანთლები
ანთებული სანთლები - Sputnik საქართველო
გამოწერა
სპორტის დამსახურებულმა ოსტატმა აღზარდა ერთი ოლიმპიური ჩემპიონი, ასევე მსოფლიოსა და ევროპის ექვსი ჩემპიონი

თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. 82 წლის ასაკში გარდაიცვალა შოთა კიკაბიძე - საქართველოს და რუსეთის დამსახურებული მწვრთნელი, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი, მოჭიდავე, საქართველოს დიდების ორდენის ლაურეატი.

კიკაბიძემ არაერთი გამოჩენილი ფალავანი აღზარდა, მის აღსაზრდელებს შორის არის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, ევროპის სამი ჩემპიონი და მსოფლიოს ასევე სამი ჩემპიონი.

„რუსეთის სპორტული ჭიდაობის ფედერაცია მწუხარებას გამოთქვამს შოთა კიკაბიძის გარდაცვალების გამო... ფედერაციის სახელით ღრმა სამძიმარს ვუცხადებთ შოთა ვარლამის ძის კიკაბიძის ახლობლებსა და ნათესავებს“, - ნათქვამია ფედერაციის განცხადებაში.

შოთა კიკაბიძე იყო თანამედროვე სპორტის ისეთი ვარსკვლავების პირადი მწვრთნელი, როგორიცაა ლუკა კურტანიძე და თორნიკე კვიტატიანი.

„ის ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანი იყო. რასაც სპორტში მივაღწიე, მნიშვნელოვანწილად შოთა კიკაბიძის დამსახურებაა. ბოლო პერიოდში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად დამძიმდა და გადავწყვიტე, რუსეთში ჩავსულიყავი სანახავად, მაგრამ სავიზო საკითხების სწრაფად მოგვარება ვერ მოხერხდა და... შემიძლია ვთქვა, მეორე მამა დავკარგე“, - განაცხადა ლუკა კურტანიძემ.
ლაშა ტალახაძე - Sputnik საქართველო
„ქართველმა გოლიათმა“ 2020 წლის პირველი ოქროს მედალი მოიპოვა

შოტა კიკაბიძეს 1 თებერვალს მოსკოვში დაკრძალავენ. გამოსვენება წმინდა გიორგის ტაძრიდან მოხდება.

საქართველოს ჭიდაობის ეროვნულმა ფედერაციამ ასევე გამოთქვა მწუხარება დამსახურებული მწვრთნელის გარდაცვალების გამო.

„სპეციალისტი, რომელსაც ქართული ჭიდაობის საერთაშორისო წარმატებებში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის, აფხაზეთის ომის შემდეგ რუსეთში ცხოვრობდა, მაგრამ ქართველ სპორტსმენებთან მეგობრობა სიცოცხლის ბოლომდე არ შეუწყვეტია... საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია მწუხარებას გამოთქვამს და თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს“, - ნათქვამია საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის ვებგვერდზე.

ყველა ახალი ამბავი
0