აშშ–ის ახალი ელჩი საქართველოში მუშაობას ოფიციალურად შეუდგა

© photo: Administration of the President of Georgia ელჩი კელი დეგნანი და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
ელჩი კელი დეგნანი და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აშშ–ის ელჩის პოსტი საქართველოში ვაკანტური იყო 2018 წლის მარტიდან, როდესაც თანამდებობა დატოვა დიპლომატმა იან კელიმ

თბილისი, 31 იანვარი – Sputnik. აშშ–ის ახალი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ოფიციალურად შეუდგა მუშაობას. მან საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს რწმუნებათა სიგელი გადასცა.

აშშ–ის ელჩის თანამდებობა საქართველოში ვაკანტური იყო 2018 წლის მარტიდან, როდესაც თანამდებობა დატოვა დიპლომატმა იან კელიმ. დღემდე ელჩის მოვალეობას ასრულებდა მისი მოადგილე ელიზაბეტ რუდი. რაც შეეხება ახალ ელჩს, კელი დეგნანს, აშშ–ის სენატმა მის დანიშვნას 2019 წლის დეკემბერში დაუჭირა მხარი.

„ჩვენ ვისაუბრეთ იმ მრავალ საკითხზე, პროექტსა თუ ინიციატივაზე, რომელზეც ერთად ვმუშაობთ. რა თქმა უნდა, ველი თანამშრომლობის გაგრძელებას პრეზიდენტთან, მთავრობასა და ქართველ ხალხთან იმ პრიორიტეტის მიხედვით, რომელიც საქართველოს დასავლეთთან ინტეგრაციის ხელშეწყობასა და საქართველოსა და აშშ-ს შორის კავშირის გაძლიერებას მოიცავს“, – განაცხადა დეგნანმა შეხვედრაზე.

კელი დეგნანი ელჩად დანიშვნამდე იყო ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მეთაურის პოლიტიკური მრჩეველი. მანამდე კი ხელმძღვანელობდა აშშ-ის დიპლომატიურ წარმომადგენლობებს კოსოვოსა და იტალიაში.

კელი დეგნანი - Sputnik საქართველო
აშშ-ის ახალმა ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ფიცი დადო

დეგნანი ასევე მუშაობდა აშშ-ის დიპლომატიურ მისიებში ავღანეთში, თურქეთში, ბოტსვანასა და პაკისტანში. არის ფილოსოფიის დოქტორი, აქვს ჟურნალისტიკის ბაკალავრის ხარისხი, ფლობს რამდენიმე ენას, მათ შორის იტალიურს, ფრანგულს, თურქულსა და ურდუს.

საქართველომ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 23 აპრილს დაამყარეს. 2009 წელს ქვეყნებმა ხელი მოაწერეს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას, რომელიც ითვალისწინებს პარტნიორული კავშირებისა და თანამშრომლობის გაფართოებას თავდაცვისა და უსაფრთხოების, ეკონომიკისა და ენერგეტიკის, დემოკრატიული რეფორმების, დიპლომატიისა და კულტურის სფეროებში.

ყველა ახალი ამბავი
0