თბილისი, 31 იანვარი – Sputnik. თურქეთში, ქალაქ ქაისერიში 53 წლის ქართველი ქალი ირმა კ. მოკლეს, ორი ქალი კი დაჭრეს, იუწყება თურქული მასმედია.
შემთხვევა სარიოლანის რაიონში 30 იანვარს, გამთენიისას მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, სამ ქალს, რომლებიც ღამის კლუბში მუშაობდნენ, თავს სამსახურიდან გამოსვლის დროს დაესხნენ.
უცნობმა პირებმა მათ ავტომობილს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. მძიმედ დაჭრილი ქალები საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, ქართველის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.
თურქეთის პოლიციამ თავდამსხმელების დაკავების ოპერაცია დაიწყო.