თბილისი, 25 მარტი — Sputnik. პოლონეთში 24 წლის საქართველოს მოქალაქე მოკლეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
პოლონური საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ინციდენტი ლიპნიცის დასახლებაში მცხოვრებ საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებს შორის მოხდა. ჩხუბის დროს ასევე დაიჭრა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე – 38 წლის მამაკაცი.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გახდა ჩხუბის მიზეზი.
მომხდარ ფაქტზე დაკავებულია საქართველოს ორი და უკრაინის ერთი მოქალაქე.