საფრანგეთში საქართველოს მოქალაქე მკვლელობის მცდელობისთვის დააკავეს

© REUTERS / Philippe Wojazerსაფრანგეთის პოლიცია
საფრანგეთის პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისთვის მამაკაცი წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.

თბილისი, 25 მარტი — Sputnik. საფრანგეთის ქალაქ რენში საქართველოს მოქალაქე მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

გერმანიის პოლიცია - Sputnik საქართველო
გერმანიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებების ცნობით, 41 წლის ქართველმა მამაკაცმა თანამემამულე დანით დაჭრა. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას რამდენიმე ჭრილობა გულის არეში აქვს მიყენებული.

სამართალდამცველებმა ინციდენტის შემდეგ ორი ადამიანი დააკავეს. ერთ-ერთს მკვლელობის მცდელობისთვის აქვს ბრალი წაყენებული, ხოლო მეორეს მოწმის სტატუსი მიანიჭეს.

ამ დროისთვის ბრალდებული წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.

 

ყველა ახალი ამბავი
0