„ცოტნე გააღვიძეს...“- ნახეთ რას წერს სოციალურ ქსელში მისი ძმა

© photo: Sputnik / Stringerცოტნე გამსახურდია
ცოტნე გამსახურდია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცოტნე გამსახურდია, დაახლოებით 20 დღის განმავლობაში თურქეთის კლინიკაში, დაცვითი ნარკოზის ქვეშ იმყოფებოდა

თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. დაცვითი ნარკოზის ქვეშ მყოფი ცოტნე გამსახურდია თურქმა ექიმებმა გააღვიძეს და მისი მდგომარეობა სტაბილურია, წერს პირველი პრეზიდენტის შვილი, კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში.

ცოტნე გამსახურდია - Sputnik საქართველო
ცოტნე გამსახურდია თურქეთში გადაიყვანეს

„კარგი ამბავი. დაახლოებით 50 წუთის წინ სანდო წყარომ მამცნო ისტანბულის აჩიბადემის კლინიკის ექიმზე, ბატონ ოსმანზე დაყრდნობით, რომ ცოტნე გააღვიძეს. ექიმი მდგომარეობას აღწერს, როგორც ნორმალურს. გაღვიძებული გარემოს ადექვატურად აღიქვამს, თუმცა მართვითი სუნთქვის აპარატის გამო ლაპარაკი ჯერ არ შეუძლია. respect ამ ექიმების მიმართ - მათ მართლაც ყველაფერი გააკეთეს", - წერს კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში.

შემთხვევის ადგილი - Sputnik საქართველო
რატომ დაჭრეს ცოტნე გამსახურდია: ცნობილი ხდება ახალი ვერსიები

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ვაჟი ცოტნე გამსახურდია სამკურნალოდ სტამბოლის კლინიკაში ერთი თვის წინ გადაიყვანეს. ის ამ დროის განმავლობაში დაცვითი ნარკოზის ქვეშ იმყოფებოდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თურქმა ექიმებმა, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მიიღეს.

ცოტნე გამსახურდია თბილისში, ვერაზე 19 დეკემბერს დაჭრეს. ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე პოლიციამ მომხდარიდან მეორე დღეს ხუთი პირი დააკავა. ტატო ღარიბაშვილსა და გიორგი სოლოღაშვილს ბრალი სსკ-ის 19-109-ე მუხლის მეორე ნაწილის “ე” ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. ხოლო დანარჩენ სამ პირს - პეტრე ყუფარაძეს, თორნიკე ქვათაძეს და კახა ჩხეტიანს ბრალი წარედგინათ სსკ-ის 376-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს. გავრცელებული ინფორმაციით, ყველა ბრალდებული პირი ცოტნე გამსახურდიას მეზობელია ან უბნელი, ხოლო ყუფარაძე მისი ბავშვობის მეგობარია.

ყველა ახალი ამბავი
0