რატომ დაჭრეს ცოტნე გამსახურდია: ცნობილი ხდება ახალი ვერსიები

© Sputnik / Alexander Imedashviliშემთხვევის ადგილი
შემთხვევის ადგილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ცოტნე გამსახურდიამ სუფრაზე მიიტანა ღვინო, რომელიც დაიწუნეს, ამის გამო კი გამსახურდია განაწყენდა და დაპირისპირება მოხდა

თბილისი, 22 დეკემბერი - Sputnik. პირველი პრეზიდენტის ვაჟის, ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით გავრცელებული ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, დაპირისპირება ღვინის გამო დაიწყო, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

ცოტნე გამსახურდიას საქმეზე დაკავებულ ხუთივე პირს ბრალი წარედგინა >>

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი, ცოტნე გამსახურდია თბილისის ცენტრში 19 დეკემბერს საღამოს დაჭრეს. თვითმხილველების თქმით, ცოტნეს რამდენიმე ადამიანი დაესხა თავს, როდესაც ის სახლიდან გამოვიდა. ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. მას ორი უმძიმესი ოპერაცია ჩაუტარდა. ამ დროისთვის ის მართვით სუნთქვაზე იმყოფებდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ცოტნე გამსახურდიამ სუფრაზე მიიტანა ღვინო, რომელიც დაიწუნეს, ამის გამო კი გამსახურდია განაწყენდა და შელაპარაკება მოხდა.

ერთ-ერთი მოწმის ვერსიით, ცოტნე გამსახურდია ჩხუბის მონაწილეს ხელჯოხით მისდევდა, რა დროსაც პირმა მისი მოგერიება ცივი იარაღის გამოყენებით სცადა.

დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულის, პეტრე ყუფარაძის ადვოკატმა, ვაჟა არობელიძემაც დაადასტურა, რომ შელაპარაკება სუფრაზე მოხდა.

„სუფრაზე მოხდა შელაპარაკება, შემდეგ გარეთ რომ გავიდნენ, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ჩხუბს შეესწრო. ის ბრალს არ აღიარებს. მას დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან და რა უნდა ექნა?! პოლიციას უთხრა, სასწრაფოში დარეკა და უპატრონა“, - აღნიშნა ვაჟა არობელიძემ.
ცოტნე გამსახურდია - Sputnik საქართველო
როგორია ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა

ცოტნე გამსახურდიას ოჯახის ადვოკატის განცხადებით კი, ისინი კომენტარს მაშინ გააკეთებენ, როცა ნეიტრალური მოწმეების ჩვენებებს შეისწავლიან.

„ჩვენ ვაპირებთ, დღეს საქმის მასალებს გავეცნოთ და პროკურატურაში უფლებამოსილ პირებს შევხვდეთ. ვერ დავეყრდნობით ბრალდებულების პოზიციებს. უნდა ვნახოთ ნეიტრალური მოწმეები და მტკიცებულებები. რაც მთავარია, როდესაც ცოტნე გამსახურდია თვითონ შეძლებს ჩვენების მიცემას, ეს იქნება საბოლოო სურათისთვის გადამწყვეტი“, - განაცხადა ამირან გიგუაშვილმა.

რაც შეეხება ცოტნე გამსახურდიას მეუღლეს, ანა ჯაბაურს, მას მედიაში გავრცელებული ვერსიების არ სჯერა.

„დღეს იქნება სასამართლო პროცესი, გავრცელდა რამდენიმე ვერსია, რაც წავიკითხე რაღაც ზღაპრებს გავს. რაც არ ვიცი, ვერ გეტყვით. მე ვიცი, რომ სახლიდან გავაცილე და ცოტა ხანში მოხდა ეს, ჭიშკართან ეყარა ნივთები და სისხლიც იქ იყო. რაც შეეხება პეტრე ყუფარაძეს, ეს არის ცოტნეს ბავშვობის მეგობარი. პეტრეს მხრიდან ცოტნეზე თავდასხმა არის აბსოლუტურად გამორიცხული, თუ პეტრე იყო, მხოლოდ შეეცდებოდა გადაფარებოდა ცოტნეს. ამას ნამდვილად ვიტყვი, სხვა ადამიანებს მე არ ვიცნობ, ერთ-ერთი არის მეზობელი“, - აცხადებს ჯაბაური.

ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე პოლიციამ მომხდარიდან მეორე დღეს ხუთი პირი დააკავა.

ადვოკატები გამსახურდიას საქმეზე: ერთ-ერთი დაკავებული მისი ბავშვობის მეგობარია >>

დაკავებულთაგან ორ პირს - ტატო ღარიბაშვილსა და გიორგი სოლოღაშვილს ბრალდება დაუმძიმდათ. მათ ბრალი სსკ-ის 19-109-ე მუხლის მეორე ნაწილის “ე” ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

ხოლო დანარჩენ სამ პირს - პეტრე ყუფარაძეს, თორნიკე ქვათაძეს და კახა ჩხეტიანს ბრალი წარედგინათ სსკ-ის 376-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს. სოლოღაშვილის ადვოკატის თქმით, ის ბრალის ფორმულირებას ეთანხმება და ბრალს სრულად აღიარებს.

ყველა ბრალდებული პირი ცოტნეს მეზობელია ან უბნელი, ხოლო ყუფარაძე მისი ბავშვობის მეგობარია.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს გამოძიებას განზრახ მკვლელობის მცდელობის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე.

 

ყველა ახალი ამბავი
0