Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ბათუმში კორონავირუსი არ დადასტურდა - ჩინელმა ტურისტებმა აჭარა დატოვეს

© AP Photo / Xiao Yijiuუხანის საავადმყოფოში
უხანის საავადმყოფოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო მონაცემებით, ინფიცირებულთა რაოდენობამ 6 ათას ადამიანს მიაღწია, კიდევ ეჭვქვეშაა 9 ათასზე მეტი. გარდაიცვალა 132. უკვე არსებობს გამოჯანმრთელების სტატისტიკაც – 104 ადამიანი განიკურნა

თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. ბათუმში დაკვირვების ქვეშ მყოფ ჩინელ ტურისტებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, ლაბორატორიული კვლევის შედეგები უკვე ცნობილია, რომლის მიხედვითაც კორონავირუსი არ დადასტურდა.

კორონავირუსი ჩინეთში - Sputnik საქართველო
როგორ ავიცილოთ თავიდან კორონავირუსი: საქართველოს მთავრობის სამოქმედო გეგმა

ჩინელმა ტურისტებმა აჭარის რეგიონი უკვე დატოვეს.

ჩინეთიდან ოთხი ქალბატონი ბათუმში გუშინ შემოვიდა, ორ მათგანს ჰქონდა ტემპერატურა, რის გამოც მათთან შეთანხმებით განხორციელდა შეტყობინება საგანგებო სიტუაციათა სამსახურში და დაიწყო მათზე დაკვირვება.

ჩინეთიდან საქართველოში ფრენები მარტის ბოლომდე შეწყდა - გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ მიიღო. გამოიცა პრევენციისთვის აუცილებელი ღონისძიებების განკარგულებაც. საჭიროების შემთხვევაში თანხას ფინანსთა სამინისტრო სარეზერვო ფონდიდან გაიღებს.

დეკემბრის ბოლოს ჩინეთის ხელისუფლებამ ქალაქ უხანში ახალი ტიპის კორონავირუსის აფეთქების შესახებ განაცხადა. ბოლო მონაცემებით, ინფიცირებულთა რაოდენობამ 6 ათას ადამიანს მიაღწია, კიდევ ეჭვქვეშაა 9 ათასზე მეტი. გარდაიცვალა 132. უკვე არსებობს გამოჯანმრთელების სტატისტიკაც – 104 ადამიანი განიკურნა. ვირუსი ჩინეთის ფარგლებს გასცდა. დაავადების შემთხვევები კიდევ 15 ქვეყანაში დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0