29 იანვარს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

© Pixabay / SatyaPrem თოვლიანი პეიზაჟი
თოვლიანი პეიზაჟი  - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეცანით 29 იანვარს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

21-31 იანვარი

ამ პერიოდში მერწყულის ნიშნით იბადებიან – 21 იანვარი – 19 თებერვალი.

© FB/ Zodiac Signsმერწყული
29 იანვარს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები - Sputnik საქართველო
მერწყული

21 იანვარი – 31 იანვარი მერწყულის ნიშნის პირველი დეკადაა.

ამ პერიოდში დაბადებულებს ვენერა მფარველობს. ეს ადამიანები მორცხვი და დელიკატური არიან.

მნიშვნელოვანი წლებია: 12, 22, 32, 42, 52.

ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა ნეგო (უკვდავა).

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
მერწყული – რთული, ორიგინალური, თავისუფლებისმოყვარე – ზოგადი დახასიათება

ისინი ყოველთვის ელეგანტურნი და მშვენიერნი არიან. მათგან ენერგია უწყვეტად მოედინება, მათ ოპტიმიზმს კი საზღვრები არა აქვს. მათში ჩადებულია მძლავრი ცხოვრებისეული პოტენციალი, ამიტომ იოლად წყვეტენ დავებს, საქმეებს, ლახავენ ბარიერებს. აქვთ მშვიდობისმოყვარე და მხიარული ხასიათი, ამით გარშემომყოფებს თავის მიმართ სიმპათიით განაწყობენ.

29 იანვარს დაბადებულები

29 იანვარს რისკიანი, გულადი, თამამი და მტკიცე ადამიანები იბადებიან. ისინი თავდაჯერებული, უდრეკი და შესაშური სიჯიუტის მქონენი არიან. სხვების მიმართ კეთილი და გულისხმიერები, ყოველთვის მზად არიან დახმარებისა და მხარდაჭერისთვის. მათ მშფოთვარე, სხვადასხვა მოვლენებითა და დედამიწაზე საუკეთესო ადგილისთვის ბრძოლებით აღსავსე ცხოვრება ელოდებათ. გადალახავენ და გაუძლებენ რა ყველა სიძნელესა და დარდს, არაერთ ყოფით ქარცეცხლს, ნანატრ ბედნიერებას, სიმშვიდეს, ხვავს მოიპოვებენ. ამ დღეს დაბადებულები ფრთხილად უნდა იყვნენ, რომ მტრებმა ინტრიგებითა და კვანტებით არ ავნონ. მეგობარიც ბევრი ჰყავთ, მაგრამ მტერიც – არანაკლები. თავის წარმოჩენა შეუძლიათ თეატრალურ სცენაზეც, პოლიტიკურ არენაზეცა და მეცნიერებაშიც კი.

ზოდიაქოს ნიშნების ცხოვრების მთავარი აზრი>>

როდესაც 29 იანვარს დაბადებულები დარწმუნებული არიან საკუთარ იდეალებში, მას სისხლის უკანასკნელ წვეთამდე დაიცავენ. მათ სწამთ ადამიანის გონების ძალისა და მუშაობაში საკუთარ ძალებს ეყრდნობიან და არ ზოგავენ, რათა უზადო და იდეალური შედეგები მიიღონ. ამ დღეს დაბადებულები არ უნდა აჰყვნენ პროვოკაციებს იმ ადამიანების მხრიდან, რომელთაც პრობლემის ერთპიროვნულად გადაწყვეტა სჩვევიათ. მათ არ უყვართ საკუთარი იდეების სხვებისთვის მოხვევა. ბედნიერი ხდებიან, როცა გარესამყაროსთან და ადამიანებთან ჰარმონიულ ურთიერთობას მოიპოვებენ. არიან აქტიური პიროვნებები, გახსნილი სხვებთან ერთად მოქმედებისთვის და მზად არიან, მოუსმინონ სხვის აზრს.

ჩანჩქერი ანხელი - Sputnik საქართველო
2020 წლის ჰოროსკოპი - მერწყული

მეორე მხრივ, შეიძლება მერყეობამაც „შემოუტიოთ", გაჩერდნენ, გადადონ პრობლემების გადაჭრა და საბოლოოდ, ამ პრობლემებში „დაიკარგონ". ამ დღეს დაბადებულებს შეუძლიათ, ცხოვრების ნაწილი იმ საქმიანობას მიუძღვნან, რომლის მიმართ საერთოდ გულგრილი არიან. მეტად მშვიდადად გრძნობენ თავს, როცა რაიმე გარკვეულ საქმეს აკეთებენ, ვიდრე მაშინ, როდესაც დიდი ხნის განმავლობაში ეძებენ შესაფრის საქმეს. მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, იყვნენ თავდაჯერებულები და როგორ გამოიყურებიან ამ დროს, არ აინტერესებთ. 29 იანვარს დაბადებულების ემოციური სფერო მრავალწახნაგოვანი და რთულია, რადგან კმაყოფილების მიღწევა უჭირთ. როდესაც პირად ცხოვრებაში ბედნიერებასა და სიყვარულს მოიპოვებენ, მალე იღლებიან და შეიძლება თავისუფლების საძებნელად გაეშურონ. მარტო ყოფნა მათ ბედნიერებას არ მოუტანს, თუმცა, არც ქორწინებას ჩქარობენ. ამ დღეს დაბადებული შემოქმედებითი ადამიანები წლობით იმედოვნებენ პოპულარობის მოხვეჭას, თუმცა თავს არიდებენ ნებისმიერ კომერციულ წინადადებას – გულწრფელად სწამთ, რომ ფულს დამღუპველი გავლენა აქვს მათ წარმოსახვასა და ნიჭზე.

ზოდიაქოს თითოეული ნიშნის ლაკონური დახასიათება - ხასიათის მხოლოდ ექვსი შტრიხი>>

29 იანვარს დაბადებულები პრობლემას ყოველმხრივ განიხილავენ, აფასებენ, ითვალისწინებენ სხვადასხვა თვალსაზრისს და მხოლოდ ამის მერე წყვეტენ მას. მერყეობის გამო ხშირად ეს პროცესი ძალიან ჭიანურდება. ამ დღეს დაბადებულების ხასიათის მკაფიო ნიშანია ადამიანის ბუნების გაგება, ეს ადამიანების ორმხრივად აღქმას უწყობს ხელს და ასეთი დამოკიდებულება ხშირად მათ წარატებას ბარიერებს უქმნის. მათ მუდმივი ბრძოლა აქვთ საკუთარ თავთან, ეჭვებთან, სოციალურ ბარიერებთან, რადგან ჩანაფიქრის ხორცშესასხმელად საკუთარი „მეს" ჩამოყალიბება სჭირდებათ.

მოალერსე წყვილი - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც 2020 წელს დაწყვილდებიან

ჯანმრთელობა

29 იანვარს დაბადებულებს ხშირად არიან ალერგიულები. უნდა ერიდონ რძის პროდუქტებსა და ცომეულს. აქვთ მიდრეკილება ვენების ვარიკოზული გაგანიერებისადმი, ამიტომ შესაბამის ზომებს უნდა მიმართონ, მაგალითად, ამოიღონ კვების რაციონიდან ხორცი და ფეხები ძალიან არ დატვირთონ. რეგულარული ფიზიკური სავარჯიშოები დაავადებების პროფილაქტიკისთვის ნამდვილად წაადგებათ. უნდა აკრძალონ ცხიმიანი საკვები.

რჩევა:

ხშირად იფიქრეთ მნიშვნელოვანზე. მარტივ გზებს ყოველთვის იქ არ მიჰყავხართ, სადაც თქვენ გსურთ. არ თქვათ უარი სხვების მხარდაჭერაზე. გამოხატეთ თქვენი სურვილები და მოთხოვნილებები. თქვენ გარშემო არიან ადამიანები, რომლებიც მზად არიან, მხარი დაგიჭირონ.

ყველა ახალი ამბავი
0