28 იანვარს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

© Sputnik / STRINGERთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეცანით 28 იანვარს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

21-31 იანვარი

ამ პერიოდში მერწყულის ნიშნით იბადებიან – 21 იანვარი – 19 თებერვალი.

© FB/ Zodiac Signsმერწყული
28 იანვარს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები - Sputnik საქართველო
მერწყული

21 იანვარი – 31 იანვარი მერწყულის ნიშნის პირველი დეკადაა.

ამ პერიოდში დაბადებულებს ვენერა მფარველობს. ეს ადამიანები მორცხვი და დელიკატური არიან.

მნიშვნელოვანი წლებია: 12, 22, 32, 42, 52.

ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა ნეგო (უკვდავა).

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
მერწყული – რთული, ორიგინალური, თავისუფლებისმოყვარე – ზოგადი დახასიათება

ისინი ყოველთვის ელეგანტურნი და მშვენიერნი არიან. მათგან ენერგია უწყვეტად მოედინება, მათ ოპტიმიზმს კი საზღვრები არა აქვს. მათში ჩადებულია მძლავრი ცხოვრებისეული პოტენციალი, ამიტომ იოლად წყვეტენ დავებს, საქმეებს, ლახავენ ბარიერებს. აქვთ მშვიდობისმოყვარე და მხიარული ხასიათი, ამით გარშემომყოფებს თავის მიმართ სიმპათიით განაწყობენ.

28 იანვარს დაბადებულები

28 იანვარს მტკიცე ნებისყოფის ადამიანები იბადებიან. ისინი პატივმოყვარე, მიზანსწრაფული და ჯიუტი პიროვნებები არიან, ყოველთვის აქვთ საკუთარი მოსაზრება, იცავენ მას, მაგრამ სხვისი აზრი არ აინტერესებთ. გარშემომყოფ ადამიანებთან დაძაბული ურთიერთობები აქვთ, რადგან საკუთარი სარგებლის ძიებაში სხვები ავიწყდებათ. აქედან გამომდინარე, გარედან დახმარების პოვნა უჭირთ, ამიტომ მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა ჰქონდეთ. ოჯახურ ცხოვრებაში იმედგაცრუებები აქვთ, შეიძლება რამდენჯერმე დაქორწინდნენ, მაგრამ ეს სასურველ ბედნიერებას ვერ მოუტანთ. ფინანსებში გაუმართლებთ, თუ ფულს სარფიანად განკარგავენ.

ასტრომოდა 2020: მოდური ტენდენციები ზოდიაქოს ნიშნებისთვის>>

28 იანვარს დაბადებულების დიდი საქმეების გაკეთების უნარი შესწევთ. ჩანაფიქრის ასასრულებლად მათთვის აუცილებელია ნების სიმტკიცეცა და ფიზიკური ძალაც. ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია სულიერი ფაქტორი, ნებისყოფა მათ აძლევს ბიძგს, ენერგიას, რაც მათ ნაბიჯებს გააზრებულს ხდის, ხოლო შინაგანი რესურსები მთლიანად იხსნება. ეს ადამიანები თავიანთი გზით მიდიან, მათი მხრიდან პროფესიის, ინტერესების არჩევა ინდივიდუალურია. ამ დღეს დაბადებულები, ჩვეულებრივ, რეალურად უყურებენ საკუთარ შესაძლებლობებს, თუმცა ეს გარედან ზედმეტ თავდაჯერებულობადა და წინდაუხედაობად აღიქმება. მაგრამ 28 იანვარს დაბადებულები ყველაფერს აკონტროლებენ. ნაკლებად განვითარებული პიროვნებები, საკუთარი ძალებისა და შესაძლებლობების ზედმეტი შეფასების, პატივმოყვარეობის გამო, ცხოვრების გზაზე ბევრ წარუმატებლობას აწყდებიან.

ჩანჩქერი ანხელი - Sputnik საქართველო
2020 წლის ჰოროსკოპი - მერწყული

28 იანვარს დაბადებულებს თავისუფალი დროის გატარება ძალიან უყვართ საყვარელი ფილმების, გადაცემების ყურებაში, ან ტრილერების კითხვასა და სპორტულ ღონისძიებებში; ასევე არაა უცხო მათთვის ხელოვნება, განსაკუთრებით – თეატრი. ისინი თავის გატაცებებს აქტიურად მისდევენ, სანამ არ გააცნობიერებენ, რომ ცხოვრების შეცვლა სურთ. ამ დღეს დაბადებულები დიდ კმაყოფილებას იღებენ, როცა საკუთარი ახლობლებისთვის შთაგონების წყარო ხდებიან.

მათთვის დამღუპველია სხვებისგან გარიყვა, და მარტოობისკენ არც ისწრაფვიან. საყვარელ საქმეს ისინი მომზადებული ხვდებიან, მოსინჯავენ ბევრ რამეს და როცა იპოვიან თავიანთ საქმეს, მას მთელი სულითა და გულით, სიამოვნებით მოჰკიდებენ ხელს. უფრო მაღალი მწვერვალების დასაპყრობად მათ სიმამაცე და ვაჟკაცობა სჭირდებათ. ამ დღეს დაბადებულებს მრავალფეროვანი ინტერესები განასხვავებს – ხანდახან ისეთი სფეროები იტაცებთ, რომელთა შესახებ სხვებს საერთოდ არაფერი სმენიათ.

მათთვის დიდი ბედნიერებაა დაბრკოლებების გადალახვა და ხელმძღვანელობის შესაძლებლობა. თვისებები – პატიოსნება და თვითმყოფადობა კი საშუალებას აძლევს, იყვნენ შესანიშნავი უფროსები, ან, უბრალოდ, კარგი ადამიანები. თუმცა, ხანდახან რელობას მოსწყდებიან ხოლმე. ცხოვრებაზე დიდ იმედებს ამყარებენ, მაგრამ ფიასკოსა და ყოველდღიურობასთან შეჯახების შემდეგ შეიძლება ირწმუნონ, რომ ცხოვრება მოსაწყენი, ერთფეროვანი და უაზროა.

შეყვარებულები - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ერთნაირი ნიშნების სასიყვარულო შეთავსებადობა

ჯანმრთელობა

28 იანვარს დაბადებულებს ნერვული სისტემის დაავადებები შეაწუხებთ, თუ საკუთარ ემოციურობას ლაგამს არ ამოსდებენ. მათ უნდა განავითარონ ნებისყოფა, ისწავლონ თავის გაკონტროლება, ამას კი წაადგება იოგა, სპორტი, სულიერი დისციპლინები. ემოციური „აფეთქებების" მომენტებში, როგორც წესი, უიღბლობაა ჩასაფრებული. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ გვერდით ჰყავდეთ მშვიდი, „მიწიერი" მეგობარი ან მეორე ნახევარი, რომელიც გააწონასწორებს მათ იმპულსურობას და მათი პირადი ფსიქოთერაპევტი იქნება. კვების მხრივ, იტაცებთ დელიკატესები და ეს მათთვის სასარგებლოა. სუსტი ჯანმრთელობის მქონენი ფიზიკური ვარჯიშებს რეგულარულად უნდა ასრულებდნენ.

ინდივიდუალური დიეტა ზოდიაქოს ნიშნებისთვის>>

რჩევა:

მზად იყავით მოულოდნელი ცვლილებებისთვის. გამოიმუშავეთ სიმშვიდისა და მოთმინების უნარი. რეალურად შეხედეთ ნივთებსაცა და საკუთარ თავსაც. ჯერ დაფიქრდით, შემდეგ – იმოქმედეთ.

ყველა ახალი ამბავი
0